Wednesday, September 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის იმპორტზე ახალი ვეტერინარული წესები დამტკიცდა

August 26, 2026
საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის იმპორტზე ახალი ვეტერინარული წესები დამტკიცდა

საქართველოს მთავრობამ სანაშენე მსხვილფეხა პირუტყვის საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით ვეტერინარული მოთხოვნები განაახლა. შესაბამისი ცვლილება მთავრობის 21 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცდა და ის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

ახალი წესების მიხედვით, საქართველოში შემოსაყვანად დაიშვება ექსპორტიორ ქვეყანაში დაბადებული და გამოზრდილი ჯანმრთელი სანაშენე მსხვილფეხა პირუტყვი, რომლის მაკეობის ვადა არ აღემატება 8 თვეს.

დადგენილებით ასევე განისაზღვრა, რომ პირუტყვი არ უნდა იყოს ვაქცინირებული ბრუცელოზის, თურქულისა და ლეპტოსპიროზის საწინააღმდეგოდ, ან ვაქცინირებული უნდა იყოს მხოლოდ ე.წ. DIVA ვაქცინით. მთავრობის დადგენილებაში DIVA განიმარტება როგორც ვაქცინაცია ისეთი ვაქცინის გამოყენებით, რომელიც შესაბამისი სეროლოგიური დიაგნოსტიკური მეთოდებით ვაქცინირებულ პოპულაციაში ინფიცირებული ცხოველის გამოვლენას შესაძლებელს ხდის.

იმპორტისთვის განკუთვნილი პირუტყვი უნდა გამოდიოდეს ისეთი მეურნეობიდან და ადმინისტრაციული ტერიტორიიდან, რომელიც შესაბამისი ვადების განმავლობაში თავისუფალია ცხოველთა გადამდები დაავადებებისგან.

უფრო კონკრეტულად, მოთხოვნების ჩამონათვალი ასეთია:

მსხვილფეხა პირუტყვის ღრუბლისებური ენცეფალოპათიისგან თავისუფალი უნდა იყოს ქვეყანა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
მსხვილფეხა პირუტყვის ჭირის, კონტაგიოზური პლევროპნევმონიისა და ვეზიკულური სტომატიტის შემთხვევაში – ქვეყანა ბოლო 24 თვის განმავლობაში;
თურქულის შემთხვევაში – ქვეყანა ბოლო 12 თვის განმავლობაში;ბრუცელოზის, ტუბერკულოზისა და პარატუბერკულოზის შემთხვევაში – მეურნეობა ბოლო 6 თვის განმავლობაში;
ლეიკოზის შემთხვევაში – მეურნეობა ბოლო 12 თვის განმავლობაში;
ლეპტოსპიროზის შემთხვევაში – მეურნეობა ბოლო 3 თვის განმავლობაში;
ჯილეხის შემთხვევაში – მეურნეობა ბოლო 20 დღის განმავლობაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორ “ნაწილდებოდა” ე.წ. ქოლ-ცენტრიდან შემოსული ფული – პროკურორი საქმეში არსებულ აუდიოჩანაწერის შინაარსზე საუბრობს
  • 10 სექტემბერს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები ირაკლი ღარიბაშვილს და გრიგოლ ლილუაშვილს საქართველოს ფოსტით წერილებს გაუგზავნიან
  • ახალი კვლევა – ერთი იმუნური ცილის დაბლოკვამ, თაგვებში დაბერების პროცესი შეაჩერა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge