Wednesday, August 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოში იმპორტირებული ქათმის ხორცპროდუქტების 35% ჩინურია – როგორია ექსპორტის მაჩვენებელი

August 26, 2026
საქართველოში იმპორტირებული ქათმის ხორცპროდუქტების 35% ჩინურია – როგორია ექსპორტის მაჩვენებელი

საქართველოში შინაური ფრინველის ხორცის და კვების პროდუქტების იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანამ 69.662 მლნ დოლარის ღირებულების 46 700 ტონა ქათმის ხორცი და ხორცპროდუქტები იყიდა, რაც 2009 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. (საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული მონაცემი ხელმისაწვდომი სწორედ 2009 წლიდან არის).

რაც შეეხება იმპორტირებულ ქვეყნებს, წელს ყველაზე დიდი რაოდენობით გაყინული/გაცივებული შინაური ფრინველის ხორცი ჩინეთიდან შემოვიდა, მეორე ადგილზეა უკრაინა, ხუთეულში კი შედიან – ბრაზილია, აშშ და თურქეთი.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ რა რაოდენობით ქათმის ხორცი და ხორცპროდუქტები იყიდა საქართველომ ტოპ-5 იმპორტიორ ქვეყანაში:ჩინეთი – 24.110 მლნ დოლარის 14 608 ტონა
უკრაინა – 15.711 მლნ დოლარის 8 989 ტონა
ბრაზილია – 8.434 მლნ დოლარის 6 976 ტონა
აშშ – 6.377 მლნ დოლარის 5 439 ტონა
თურქეთი – 5.702 მლნ დოლარის – 4 121 ტონა
რაც შეეხება აღნიშნული პროდუქციის ადგილობრივ ექსპორტს, ის 2021 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. უფრო კონკრეტულად, 2021 წელს საქართველოდან უცხოეთში 767.9 ათასი დოლარის ღირებულების 606 ტონა ქათმის ხორცპროდუქტების ექსპორტი განხორციელდა. მას შემდეგ აღნიშნული მონაცემი მუდმივად იმატებდა, 2026 წლის იანვარ-ივლისში კი შემცირდა. თუ მაგალითად, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან 5.230 მლნ დოლარის 2 724 ტონა პროდუქტი გავიდა, წელს ეს მაჩვენებელი 1.898 მლნ დოლარამდე შემცირდა (1 298 ტონა).

საქსტატის მონაცემებით, წელს საქართველოდან გაყინული/გაცივებული შინაური ფრინველის ხორცის და კვების პროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი მხოლოდ 5 ქვეყანაში განხორციელდა. კერძოდ:

სომხეთი – 935.5 ათასი დოლარის 542 ტონა
აზერბაიჯანი – 638.8 ატასი დოლარის 384 ტონა
გვინეა – 192.5 ათასი დოლარის 226 ტონა
ლიბერია – 104.4 ათასი დოლარის 117 ტონა
განა – 27.4 ათასი დოლარის 27 ტონა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვრცელდება კადრები ავჭალიდან, სადაც 17 წლის გოგო დაიღუპა
  • “მინდა აგიხსნათ თუ რა სიტუაციაშია დღეს ახლად გამოჩეკილი პროვინციული დიქტატორი…” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი
  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge