Wednesday, August 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სამწუხაროდ, დადგა მომენტი, როდესაც საქართველო საერთოდ აღარაა გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი” – გრიგოლ გეგელია

August 26, 2026
“ევროკავშირის ანგარიში ამბობს, რომ არაფერი დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოს აღარ აქვს შერჩენილი…” – გრიგოლ გეგელია

საქართველო საერთოდ აღარ არის გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი და არც ერთ მნიშვნელოვან მაგიდასთან აღარ იმყოფება, სადაც წყდება ამ რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ბედი. ეს არის „ქოცური“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგი, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომელმაც გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შორის საქართველო არ დაასახელა.

მისივე თქმით, წინა წლების გადაცდომების მიუხედავად, საქართველო გაფართოების დღის წესრიგში ფორმალურად, მაგრამ მაინც იყო, თუმცა ახლა მან ქვეყანამ შანსი საბოლოოდ დაკარგა და „ეს არის „ქოცური” პოლიტიკის შედეგი”.

„სამწუხაროდ, დადგა მომენტი, როდესაც საქართველო საერთოდ აღარაა გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი. გასული წლების განმავლობაში, ცალკეული მომენტები იყო, როდესაც ჩვენ ძალიან ბევრი ჩავარდნა გვქონდა, თუმცა ფორმალურად მაინც ვიყავით გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი. დღეს დადგა კრიტიკული მომენტი, როდესაც საქართველო საერთოდ აღარ არის გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი და არც ერთ მნიშვნელოვან მაგიდასთან აღარ იმყოფება, სადაც წყდება ამ რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ბედი. ეს არის „ქოცური“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგი და ამ პოლიტიკის გამო საქართველო შანსებს, შესაძლებლობებს, ინვესტიციებსა და უკეთესი მომავლის შექმნის შანსს კარგავს, რომელიც ჩვენ წინაშეა. ეს არის „ქოცური” პოლიტიკის შედეგი და ამ ყველაფრის ჯამური შედეგი იქნება იზოლირებული, მაჩანჩალა, გაღარიბებული ქართული სახელმწიფო, სადაც ადამიანს არ გააჩნია პერსპექტივა. გვიწევს გაქცევა და მასობრივი გადინება უცხოეთში სამუშაოდ. არაფერი კარგი, დიდი და ქართული სამწუხაროდ აღარ ხდება. ამიტომ უნდა მოვიშოროთ „ქართული ოცნების“ რეჟიმი მშვიდობიანად, დემოკრატიულად და ის ისტორიული საგარეო პოლიტიკური გეზი აღვადგინოთ, რომელსაც დღეს შეუძლია თითოეული ქართველისთვის ძალიან დიდი კეთილდღეობის შექმნა”, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, ოქტომბერში ევროპელი ლიდერები ევროპულ საბჭოში გაფართოების საკითხზე სასაუბროდ შეიკრიბებიან. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, სექტემბერში, ევროპელი ლიდერების დისკუსიის მოსამზადებლად, კომისია წარადგენს იდეებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოემზადოს ევროკავშირი მაშინ, როცა კანდიდატი ქვეყნები გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულების ხაზს უახლოვდებიან.

კოსმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი წევრი სახელმწიფოების მისაღებად უმაღლეს დონეზე კონსენსუსის მისაღწევად ოთხი საკითხის განხილვა უნდა მოხდეს.

„პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ახალ წევრებს და სადაც ეს გავლენა ჩვენი წევრი სახელმწიფოებისთვის საზიანო შეიძლება იყოს, უნდა ვიმოქმედოთ მათი ინტერესების დასაცავად. მეორე, უნდა განვიხილოთ შიდა რეფორმები, რომლებიც საჭიროა უფრო დიდი კავშირისთვის, რათა შეინარჩუნოს მოქმედების უნარი და იყოს მოქნილი კრიზისების გათვალისწინებით სწრაფად ადაპტირებისთვის. მესამე, ყველა ახალმა წევრმა უნდა გააძლიეროს ევროპა – პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ჩვენი უსაფრთხოების კუთხით. ეს იწყება კანონის უზენაესობით. ჩვენ გვჭირდება დადასტურებული გამოცდილება რეფორმებისა და გაწევრიანების ვალდებულებების შესრულების კუთხით, მაგრამ ერთი ნაბიჯით წინ უნდა წავიდეთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ტროას ცხენებს არ ვუშვებთ. არც დღეს, არც 10 ან 20 წლის შემდეგ. მეოთხე, ევროკავშირის გაფართოება უნდა განვითარდეს დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით. გაწევრიანებისთვის მომზადებას დრო სჭირდება. მაგრამ დრო სწორედ ის არის, რასაც ჩვენი მოწინააღმდეგეები აღარ აძლევენ ჩვენს კანდიდატებს. ისინი მოთმინებით არ ელოდებიან კანდიდატი ქვეყნების ოცწლიანი გაწევრიანების პროცესის დასრულებას. ისინი ინვესტიციებს დებენ. ახორციელებენ პოლიტიკურ ზეწოლას. ქმნიან დამოკიდებულებას. იყენებენ გაურკვევლობას. ამიტომ, გაფართოების პროცესში უარი უნდა ვთქვათ ლოგიკაზე „ყველაფერი ან არაფერი“. ჩვენ გვჭირდება უფრო სტრუქტურირებული მიდგომა და უნდა ვეძებოთ ეტაპობრივი ინტეგრაციის უფრო ამბიციური გზები. გვსურს, კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანებამდე მოვუტანოთ ჩვენი კავშირის სარგებელი, რათა მათ უკეთ შეძლონ გარე ზეწოლის თავიდან აცილება. ეს სარგებელი უნდა ფოკუსირდეს სტრატეგიულ სექტორებზე. რომლებიც ემსახურება როგორც ამჟამინდელ, ასევე მომავალ წევრებს. თუმცა, პრინციპი უცვლელი რჩება: სარგებელი მოდის ვალდებულებებისა და რეფორმების შესაბამისად“, – აღნიშნა კოსმა.

მისი თქმით, 2026 წელი ევროკავშირის გაფართოების პროგრესის თვალსაზრისით რეკორდული იქნება.

“მონტენეგრომ მოლაპარაკებების თავების ნახევარზე მეტი დახურა და წევრმა სახელმწიფოებმა გაწევრიანების ხელშეკრულების მომზადება დაიწყეს. ალბანეთმა ასევე ახლახან გადალახა კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი შუალედური კრიტერიუმი და თავების დახურვა დაიწყო. უკრაინამ და მოლდოვამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტექნიკური პროგრესი განიცადეს ევროკავშირის მთელ კანონმდებლობაში. მიმდინარე კვირის ბოლოს ისლანდია გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას უყრის კენჭს. ის უკვე ერთიანი ბაზრის ნაწილია და გაწევრიანების მოლაპარაკებები ერთ-ორ წელიწადში შეიძლება დაასრულოს. ასევე მსურს, რომ სხვა კანდიდატი ქვეყნებიც შეუერთდნენ ამ ლიდერთა ჯგუფს. და მათ შეუძლიათ, თუ ისინი გამოიჩენენ იმავე მონდომებას, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები და ნდობა დაამყარონ ჩვენს ყველა წევრ სახელმწიფოსთან. თუმცა, დღევანდელ სამყაროში ეს ნდობა ევროპული კანონმდებლობის მიღებაზე გაცილებით მეტს ეფუძნება“, – აღნიშნა კოსმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თურქეთში, პენსიაზე გასულმა პოლიციელმა სამსახურის იარაღით ქართველი შეყვარებული მოკლა
  • “ეს, რა თქმა უნდა, არის ორკესტრირებული კამპანიის გაგრძელება …” – რას აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი
  • საქართველოში იმპორტირებული ქათმის ხორცპროდუქტების 35% ჩინურია – როგორია ექსპორტის მაჩვენებელი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge