რუსეთში მოქმედმა ქართულმა დიასპორამ ახალი პროექტის შესახებ განაცხადა. პროექტის ფარგლებში დაიწერება ასობით ხატი, სახელწოდებით „რუსეთისა და საქართველოს ერთა მეგობრობა“, რომლებზეც წმინდა მამა გაბრიელი და წმინდა სერაფიმ საროველი იქნებიან გამოსახულები. ხატების დაწერის შემდგომ მათ რუსული და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიები გაცვლიან.
რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის ინფორმაციით, ხატების პირველი პარტია უკვე დახატულია საქართველოში და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიებისთვის გადასაცემად მზად არის.
„Sputnik Georgia“-ს მიხედვით, ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ ინიციატივა „თანამედროვეობის გამოწვევებზე მსხვილი ცივილიზაციური პასუხი გახდება და რუსეთისა და საქართველოს მოძმე ერებს საერთო მრწამსისა და ათასწლოვანი ტრადიციების საფუძველზე გააერთიანებს“.
