მერაბ დვალიშვილმა საბრძოლო ოქტაგონზე დიდ წარმატებას მიაღწია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ცხოვრების პარტნიორის პოვნა მისთვის გაცილებით რთული აღმოჩნდა.
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ ისაუბრა სურვილზე, რომ დაქორწინდეს და მომავალში ოჯახი შექმნას. თუმცა, როგორც ახლა ამბობს, “ცოლის ძებნისგან დროებით შესვენება გადაწყვიტა”, რადგან ლას-ვეგასში, სადაც ცხოვრობს, მისთვის სასურველი პარტნიორის პოვნა განსაკუთრებით რთულია.
“ახლა ცოლის ძებნისგან ცოტა ხნით ვისვენებ, რადგან მივხვდი, რომ იქ, სადაც ახლა ვარ, ლას-ვეგასში, ამ ეტაპზე ცოლის პოვნა ძალიან, ძალიან რთული იქნება“, – უთხრა დვალიშვილმა ჟურნალისტ არიელ ჰელვანს.
მისივე თქმით, შესაძლოა, პრობლემა ისიც იყოს, რომ ცოლის მოსაძებნად საკმარის დროს არ აქვს.
“შეიძლება საკმარის დროს არ ვუთმობ. უნდა წავიდე სადმე – შეიძლება აქ, ამ ქვეყანაში, ან თუნდაც ჩემს სამშობლოში – და ამისთვის ნამდვილად გამოვყო დრო, რომ კარგი ცოლი ვიპოვო. თან ძალიან დაკავებული ვარ“, – თქვა მან.
დვალიშვილმა პირველად საჯაროდ 2025 წელს განაცხადა, რომ დაქორწინება სურდა. მის გადაწყვეტილებაზე შესაძლოა გავლენა მოეხდინა მის ახლო მეგობარსა და ყოფილ თანაგუნდელ ალჯამეინ სტერლინგის ქორწინებას. სტერლინგი გასული წლის ოქტომბერში დაქორწინდა, რის შემდეგაც დვალიშვილმა საკუთარი პარტნიორის ძებნის პროცესზე სოციალურ ქსელებში დაიწყო საუბარი. განგრძეთ კითხვა…
