Wednesday, August 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“უნდა გვითხრას მან რა კავშირები ჰქონდა ამ ძალადობრივ ჯგუფებთან …” – რას ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი

August 26, 2026
“უნდა გვითხრას მან რა კავშირები ჰქონდა ამ ძალადობრივ ჯგუფებთან …” – რას ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ბრძოლას აანონსებს – საზოგადოება და ოპოზიცია კი მას ალაპარაკებისკენ მოუწოდებს. “თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელს, გიორგი შაიშმელაშვილს ირაკლი ღარიბაშვილისგან აინტერესებს, როგორ გაჩნდა “მეორე ფრონტის” შესახებ ცრუ ნარატივი.

შაიშმელაშვილის ყოფილ პრემიერთან ასევე კითხვები აქვს 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან და “ტროლებისა და ბოტების” ქარხანასთან დაკავშირებით.

“ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა მის მიერ მოთხრობილი და გადმოცემული მთელი ეს ამბავი – როგორ გაჩნდა “მეორე ფრონტის” შესახებ ცრუ ნარატივი. იმიტომ, რომ ის იყო ამ დროს პრემიერ-მინისტრი, და მეტიც “ოცნებამ” თქვა, რომ მასთან უშუალო კავშირი ჰქონდა იმდროინდელ აშშ-ს ელჩს დეგნანს, სადაც თითქოს ამ საკითხებმა გაიჟღერა. უნდა გვითხრას, რადგან ეს არის თემა, რომლის ირგვლივაც ერთის მხრივ ამ ქვეყნის ბედისწერა ლამის შეიცვალა.

უნდა გვითხრას მან რა კავშირები ჰქონდა ამ ძალადობრივ ჯგუფებთან (5 ივლისის მოვლენები), როგორ ხდებოდა მათი ორგანიზება, რა როლი ჰქონდა ამ ყველაფერში საპატრიარქოს, მის უშუალო გარემოცვას და ა.შ. ასევე როგორ შექმნა ტროლებისა და ბოტების ქარხანა თავის მეგობრებთან ერთად ჯერ შსს-ში, მერე მთავრობსი ადმინისტრაციაში და ბოლოს თავდაცვის სამინისტროში”, – აცხადებს გიორგი შაიშმელაშვილი.

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს არ დაესწრო. მოგვიანებით კი განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ “სპექტაკლში მონაწილეობას არ აპირებს”. ექს-პრემიერმა თქვა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკური პროცესია.

ღარიბაშვილმა წერილში ასევე დაწერა, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებები ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. ყოფილი პრემიერის განცხადებაში კონკრეტული პირები დასახელებული არ არიან, თუმცა, სავარაუდოდ, ის თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და მისი ცოლის ძმას გულისხმობს, რადგან გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მათ მისცეს ჩვენებები ღარიბაშვილის წინააღმდეგ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ინფორმაცია მათთვის, ვინც უნივერსიტეტში ვერ ჩაირიცხა – სად შეუძლიათ აბიტურიენტებს სწავლის გაგრძელება?
  • ანტალიის აეროპორტში ყოფილმა პოლიციელმა 38 წლის ქალი, 2 შვილის დედა მოკლა – თურქული მედიის ცნობით, ის საქართველოს მოქალაქე იყო
  • ვის ეკუთვნის „ელექტრიფაი საქართველო“, რომელსაც მომხმარებლის უფლებების დარღვევა დაუდგინდა – აგვისტოში მესაკუთრის მეორე კომპანიაც დაჯარიმდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge