ჩინეთში ცნობილ ხელოვანს, რომელიც მაო ძედუნგის სატირული ქანდაკებებით არის პოპულარული, “ჩინეთის გმირების ცილისწამებისთვის“ მაქსიმალური სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ხებეის პროვინციის სასამართლომ დაადგინა, რომ არტისტის ნამუშევრები “ლახავს გმირის რეპუტაციას და ზიანს აყენებს საზოგადოებრივ ინტერესებს“. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და გაერო მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
იესო ქრისტე მაოს იარაღის სამიზნეში და სხვა სკანდალური ქანდაკებები
საუბარია 70 წლის ხელოვან გაო ჟენზე, რომელიც ნამუშევრებს თავის ძმასთან, გაო ციანგთან ერთად ქმნიდა და რომლებმაც სახელი ჯერ კიდევ 1990-იან და 2000-იან წლებში გაითქვეს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სკანდალური სკულპტურაა “ქრისტეს სიკვდილით დასჯაა“, რომელიც 2009 წელს გამოიფინა და ასახავს მაოს მსგავსი ფიგურების ჯგუფს, რომლებსაც იესო ქრისტე იარაღის სამიზნეში ჰყავთ აყვანილი. განაგრძეთ კითხვა…
