Wednesday, August 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ლაშა ბუღაძის რომანის ციხეში შეტანაზე უარი პოლიტიკური ცენზურაა და პატიმართა უფლებებს არღვევს” – საია

August 26, 2026
“ლაშა ბუღაძის რომანის ციხეში შეტანაზე უარი პოლიტიკური ცენზურაა და პატიმართა უფლებებს არღვევს” – საია

„პენიტენციურ დაწესებულებაში მწერალ ლაშა ბუღაძის რომანის, „დამკვირვებლის“ შეგზავნაზე უარის თქმა პატიმართა უფლებების უხეში დარღვევა და პოლიტიკური ცენზურის შემაშფოთებელი მაგალითია – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის განმარტებით, უწყების დასაბუთება, თითქოს ნაწარმოების სათაური „ბუნდოვანია და შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს უსაფრთხოებას“, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას სრულად ეწინააღმდეგება.

პენიტენციურ დაწესებულებაში ლაშა ბუღაძის რომანის შეგზავნაზე უარი უხეშად არღვევს თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებებს და ცენზურის შემაშფოთებელ მაგალითს წარმოადგენს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასაბუთება ცხადყოფს, რომ არსებული პრაქტიკა აშკარად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ბუნდოვანია, როგორ უნდა შეაფასოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა არის თუ არა ნაწარმოები “გაურკვეველი შინაარსის ლიტერატურა, რომელიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებას…” მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები მსგავსი საფრთხის საფუძველზე უფლებაში ჩარევისთვის შინაარსზე ორიენტირებული ანალიზის ჩატარებას და საფრთხესა და აკრძალულ ტექსტს შორის მკაფიო კავშირის დადგენას მოითხოვს.

ლაშა ბუღაძის წიგნი “დამკვირვებელი” დისტოპიური რომანია, რომელიც საქართველოში დესპოტის თითქმის ნახევარსაუკუნოვან მმართველობას შეეხება. წიგნი 2026 წლის მარტში, ბიბლუსის წიგნის მაღაზიის ერთ-ერთ ფილიალში, სხვა წიგნებთან ერთად ვანდალიზმის სამიზნე გახდა. ამის ფონზე, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პენიტენციური სამსახურის პოზიცია, რაც, რეალურად, წიგნის ანტი-ავტორიტარული შინაარსის გამო, მის პოლიტიკურ ცენზურაზე მიუთითებს, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

პენიტენციურმა სამსახურმა ლაშა ბუღაძის წიგნის, „დამკვირვებლის“ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეტანაზე უარი თქვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბაია პატარაია წერს და პოსტს პენიტენციურის წერილსაც ურთავს. უწყების განმარტებით, წიგნის სათაური „არაერთმნიშვნელოვანი და ბუნდოვანია პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმართებით“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჩინეთში დააკავეს სკანდალური ხელოვანი, რომელიც მაო ძედუნის სატირულ ქანდაკებებს ქმნიდა – უფლებადამცველები განგაშს ტეხენ
  • საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
  • ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge