უახლესი ambebi
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
უახლესი ambebi
No Result
View All Result
Home სხვადასხვა

ცნობილი ინფექციონისტის უცნობი ტრაგედია – “მას საკუთარი შვილი არ ჰაყვს, მაგრამ ჩვენ ვართ მისი შვილები”

March 14, 2020
ცნობილი ინფექციონისტის უცნობი ტრაგედია – “მას საკუთარი შვილი არ ჰაყვს, მაგრამ ჩვენ ვართ მისი შვილები”
Share on FacebookShare on Twitter

მთელი შეგნებული ცხოვრება პროფესიას მიუძღვნა. 36 წელია ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობს. მარინა ეზუგბაია ფართო საზოგადოებამ განსაკუთრებით ბოლო დღეებში გაიცნო – ის კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში გვაწვდის. გასაკვირი სულაც არ არის, რომ დღეს საქართველოში მისი სახელი და გვარი, დიდმა თუ პატარამ უკვე კარგად იცის.

64 წლის არის, დღე-ღამის განმავლობაში 3-4 საათი სძინავს. მკაცრი იმიჯი მისი სავიზიტო ბარათი სულაც არ არის. უმრავლესობამ სწორედ ასე გაიცნო, თუმცა ამ მკაცრი და ძლიერი ქალბატონის მიღმა, პირადი ტრაგედია იმალება.

ავიაბილეთები

ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, პირადად მასთან ინტერვიუს ჩაწერა ფიზიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა. მასზე მისი მეგობრები და ოჯახის წევრები საუბრობენ.

ოჯახი

მომავალი პროფესიის არჩევაზე დიდხანს არ უფიქრია. დედა, წლების წინათ ინფექციურ საავადმყოფოში ზუსტად იგივე თანამდებობაზე მუშაობდა, რომელიც ახლა მას უკავია. მამა ინჟინერ-მშენებელი გახლდათ. მშობლებს სამი შვილი – ეთერი, მარინა და კახა ჰყავდათ. სამი დედმამიშვილიდან მარინა შუათანაა. სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ინფექციურ საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა და მას შემდეგ აქ არის. ყაზბეგის (წარსულში – პავლოვი) გამზირზე მდებარე ეს საავადმყოფო მისი მეორე სახლი გახდა.

25 წლის წინ დატრიალებულმა ტრაგედიამ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. მისი რვა წლით უმცროსი ძმა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. ეს ტკივილი დღემდე ღია ჭრილობასავით აქვს და ამ საკითხზე იშვიათად, ან საერთოდ არ საუბრობს.

„მამაჩემი ტრაგიკულად რომ გარდაიცვალა 8 წლის ვიყავი. მახსოვს მაშინ ბებიას ვყავდი, როცა დედა და მარინა მოვიდნენ, შემიყვანეს ოთახში და მითხრეს, რომ მამა ღმერთმა თავისთან წაიყვანა, იმიტომ, რომ მას ძალიან უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მივხდი, რომ მარინას სახით მე მეორე მამა მყავდა. კახა მარინაზე 8 წლით უმცროსი იყო და შეიძლება ითქვას, რომ მან გაზარდა. მას შემდეგ მარინა ჩვენთვის მამა გახდა, ალბათ დედაჩემისთვისაც, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა. მამიდაზე დაყრდნობილი ვართ მთელი ოჯახი და ყველა ვინც მის გარშემოა“, – ამბობს მისი ძმისშვილი მარიამ ეზუგბაია.

სამსახური

სამსახურშიც ისეთივე მკაცრი, მომთხოვნი და პრინციპულია, როგორც მედიასთან. „პრაიმტაიმს“ მისი კოლეგა მარინა ენდელაძე ესაუბრა.

„გუშინდელი დღესავით მახსოვს მისი მუშაობის პირველი წლები ინფექციურ საავადმყოფოში. დედამისი დირექტორის მოადგილე გახლდათ. საკუთარ შვილს ყველაზე ბევრ და რთულ დავალებებს აძლევდა. საბოლოო ჯამში მარინა საუკეთესო სპეციალისტად გამოიწვრთნა. ადამიანი სამსახურის შემდეგ, როგორც წესი, ისვენებს. ის აქამდეც თავიდან ბოლომდე ჩართული იყო საქმეში. ახლა, მარინას 24 საათში მხოლოდ 3-4 საათი სძინავს. ის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი გახლავთ და მას შეუძლია ახლანდელ მოვლენებს შორიდან უყუროს, თუმცა სულ აქ არის და ყველას მხარში გვიდგას…

უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო მის პროფესიონალიზმე. გარდა ამისა, ის კარგი და ნამდვილი, ყველას დამცველი და გვერდში მდგომი ადამიანია. სამსახურში მკაცრი და სამართლიანია, ისეთი როგორიც უნდა იყოს ნამდვილი ხელმძღვანელი. მართალია, ფართო საზოგადოებამ ის საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ გაიცნო, თუმცა ის გახლავთ ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო ინფექციონისტი. ის არის ადამიანი, რომლის იმედი ყოველთვის და ყველგან უნდა გქონდეს. სამი წლის წინ თავს დიდი ტრაგედია დამატყდა, შვილი გარდამეცვალა. რომ არა მარინა, ალბათ დღეს სახლში ვიჯდებოდი. შვილის დაკარგვით განცდილმა ტკივილმა სულ გამინელა სამსახურში გასვლის სურვილი. მარინამ მაიძულა და დამარწმუნა, რომ საჭირო ვიყავი და ადამიანებს ვჭირდებოდი… ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი საშუალებით დიდ მადლობას გადავუხდი, იმ თავგანწირვისთვის და პროფესიონალიზმისთვის, რომელიც მას აქვს.“ – ამბობს მარინა ენდელაძე.

სამსახურს მიღმა

ამბობენ, რომ სამსახურს მიღმა სულ სხვანაირია. კარგად მღერის და ცეკვავს კიდეც.

„ის არის უძლიერესი ადამიანი არამარტო მედიცინაში, არამედ ნებისმიერ სფეროში. მარინასთან შემიძლია დავჯდე და ნებისმიერ თემაზე, მაგალითად ხელევნებაზე ვისაუბრო. მისი აზრი ყოველთვის კომპეტენტური და გასათვალისწინებელია. არამარტო მეგობრებისთვის, მათი შვილების მესაიდუმლეც არის. არავინ ავალდებულებს, მაგრამ მათზე ზრუნვა სიამოვნებას ანიჭებს. რაღაცნაირი ამაგიანი და სლენგს ვიხმარ, სუპერ ჯიგარი ადამიანია. მის გარშემო ყველამ კარგად იცის, რომ ცხოვრება მედიცინას, ძმისშვილსა და დიშვილებს მიუძღვნა. ალბათ გულის სიღრმეში გულიც სტკივა, რომ საკუთარი შვილები არ ჰყავს, მაგრამ ჩვენ ვართ მისი შვილები და უთქვამს კიდეც, რომ თქვენით ვარსებობო. მას ჰყავს უამრავი მეგობარი. საბავშვო ბაღიდან მოყოლებული, სკოლით და ინსტიტუტით დამთავრებული. ის ყველას იმედია. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ჩვენ ერთად ვცხოვრობდით. მან გამზარდა. ხუმრობით ვიძახი ხოლმე, რომ ორი დედა მყავს, აქედან ერთი მამაა-თქო. მარინა ჩემთვის მამაჩემის შემცვლელია…

ისი ჰობი და გართობა შეიძლება ითქვას, რომ მუდმივად ინფორმაციის მოძიება და საკუთარი თავის განვითარებაა. ამ რეჟიმშიც კი, როცა 24 საათში სულ 3 საათი სძინავს, ჩვენ ვურეკავთ და ვეკითხებით, ჭამე? გამოიძინე? უცებ გვემშვიდობება.

მისით ყოველთვის ​განსაკუთრებით ვამაყობდი და ახლაც ასეა. ვეუბნები, რომ არაამქვეყნიური ქალი ხართ-მეთქი. მართლა მაოცებს მისი შესაძლებლობები, თუნდაც გამძლეობით, ენერგიით და სიმამაცით. მისი სიმკაცრე და პრინციპულობა იმიჯი არ არის. სწორედ მისი ამ თვისებით უმკლავდება ამ ყველაფერს.“ – ამბობს მარიამი.

წყარო: primetime.ge

 429 ნახვა

სხვა ამბები

ომის გამპროტესტებელი რუსი ჟურნალისტი შინაპატიმრობიდან გაიქცა
საზოგადოება

ომის გამპროტესტებელი რუსი ჟურნალისტი შინაპატიმრობიდან გაიქცა

October 4, 2022
ცნობილია გერმანიაში დაღუპული ემიგრანტის ვინაობა
კრიმინალური ამბები

ცნობილია გერმანიაში დაღუპული ემიგრანტის ვინაობა

September 11, 2022
ვრცელდება ვიდეო, რომლის გამოც ფინეთის პრემიერი სკანდალში გაეხვა
სხვადასხვა

ვრცელდება ვიდეო, რომლის გამოც ფინეთის პრემიერი სკანდალში გაეხვა

August 19, 2022
🎥ვიდეო: გაშიფრულია პირი, რომელიც დედაენის ბარზე კიბერშეტევას რუსეთიდან ხელმძღვანელობდა
საზოგადოება

🎥ვიდეო: გაშიფრულია პირი, რომელიც დედაენის ბარზე კიბერშეტევას რუსეთიდან ხელმძღვანელობდა

August 5, 2022
„ჩემმა შვილიშვილმა გამოცდაში 60-დან 61 ქულა აიღოო“ – ლიკლიკაძის სახალისო პოსტი
საზოგადოება

„ჩემმა შვილიშვილმა გამოცდაში 60-დან 61 ქულა აიღოო“ – ლიკლიკაძის სახალისო პოსტი

August 3, 2022
ინდოეთში “მაიმუნის ყვავილით” გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
საზოგადოება

ინდოეთში “მაიმუნის ყვავილით” გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

August 1, 2022
შემდეგი ამბავი
(VIDEO) თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 10 ადამიანი გადაიყვანეს

(VIDEO) თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 10 ადამიანი გადაიყვანეს

“უკვე მოხუცი ვარ, რომ მაგიდაზე ავიდე და ვიხტუნაო” – ნიდერლანდელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული აღმოაჩინეს

"უკვე მოხუცი ვარ, რომ მაგიდაზე ავიდე და ვიხტუნაო" - ნიდერლანდელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული აღმოაჩინეს

პოპულარული

თქვენი აზრით, ვინ გაასწრო? – ნახეთ სირბილის გამარჯვებული
საზოგადოება

თქვენი აზრით, ვინ გაასწრო? – ნახეთ სირბილის გამარჯვებული

6 hours ago
“თოკო ცოცხალი იყო, სუნთქავდა” – მოისმინეთ მაგდა პაპიძის პირველი ხმა ციხიდან
საზოგადოება

მაგდა პაპიძე Georgian Times-ს ეთიკის ქარტიაში უჩივის

6 hours ago
“მე მეფეს გავაშიშვლებ და ვინ არის ეს “მეფე”, ამას ჩემი ნამუშევრით გაიგებენ” – ნიკო კვარაცხელიას დედა
საზოგადოება

“ამ ბინძურ ომს მოვიგებთ თანაც აუცილებლად“ – ნიკო კვარაცხელიას დედა გიორგი კეკელიძეს

6 hours ago
🎥”ქალო გამოხედე, ვათენებთ მთელი უბანი” – რა ვიდეოს აქვეყნებს თამუნა მუსერიძე?
საზოგადოება

🎥”ქალო გამოხედე, ვათენებთ მთელი უბანი” – რა ვიდეოს აქვეყნებს თამუნა მუსერიძე?

6 hours ago
“ოპაა კალიცოო” – ხვიჩა კვარაცხელია დაინიშნა?
საზოგადოება

“ოპაა კალიცოო” – ხვიჩა კვარაცხელია დაინიშნა?

7 hours ago

გამოგვყევი

უახლესი

თქვენი აზრით, ვინ გაასწრო? – ნახეთ სირბილის გამარჯვებული

თქვენი აზრით, ვინ გაასწრო? – ნახეთ სირბილის გამარჯვებული

March 22, 2023
“თოკო ცოცხალი იყო, სუნთქავდა” – მოისმინეთ მაგდა პაპიძის პირველი ხმა ციხიდან

მაგდა პაპიძე Georgian Times-ს ეთიკის ქარტიაში უჩივის

March 22, 2023
“მე მეფეს გავაშიშვლებ და ვინ არის ეს “მეფე”, ამას ჩემი ნამუშევრით გაიგებენ” – ნიკო კვარაცხელიას დედა

“ამ ბინძურ ომს მოვიგებთ თანაც აუცილებლად“ – ნიკო კვარაცხელიას დედა გიორგი კეკელიძეს

March 22, 2023

თეგები

Art Funny Health News Viral ალექსანდრა პაიჭაძე ამინდი ამინდის პროგნოზი ასტროლოგია ბაია პატარაია ბასილაშვილი ბიძინა ივანიშვილი გიორგი ფხაკაძე დემნა გვასალია დომენიკ მანგო დღის ჰოროსკოპი ელექტრომომარაგება ელისო კილაძე ემბერ ჰერდი ვოლოდიმირ ზელენსკი ია ფარულავა ივანიშვილი ილონ მასკი ირაკლი კობახიძე ირაკლი მაქაცარია კალაძე კახა კალაძე ლალი მოროშკინა ლევან კბილაშვილი ლიზა ჩიჩუა მეგი გოცირიძე მიხეილ სააკაშვილი ნათია ფანჯიკიძე ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამია სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილი სოფო ნიჟარაძე სტეფანე მღებრიშვილი ქეთა თოფურია ქეთი დოლიძე წყალმომარაგება ხათუნა ხოფერია ჯონი დეპი ჰოროსკოპი
  • მთავარი
  • რეკლამა

© 2021 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2021 Mix.Metronome.Ge

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
სტატიის სანახავად მოიწონეთ გვერდი

სტატიის სანახავად მოიწონეთ გვერდი