“აგვისტოს განმავლობაში მოკლულია 8 601 რუსი სამხედრო, განადგურებული ან დაზიანებულია მტრის 47 626 სამიზნე” – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური, რობერტ მადიარ ბროვდი Telegram-ის საკუთარ არხზე ავრცელებს:
“SBS დაჯგუფების შედეგების 25 აგვისტოს ყოველდღიური ანგარიში – გასული დღის განმავლობაში SBS დაჯგუფების პილოტებმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციიდან“ 348 ჭია გაანადგურეს. 24 საათის განმავლობაში განადგურდა/დაზიანდა მოწინააღმდეგის 2 021 უნიკალური სამიზნე.
აგვისტოს განმავლობაში: 8 601 ჭია, 47 626 მტრის სამიზნე განადგურებულია/დაზიანებული” – წერს ბროვდი.
