ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის ამოცანაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიმართულებით საქართველო მკაფიოდ გააგრძელებს შესაბამისი მკვეთრი ნაბიჯებით სიარულს. იქნება ეს მოქმედი, თუ ყოფილი ჩინოსანი სახელმწიფოს მხრიდან იქნება მკაცრად დასჯილი და სახელმწიფო იქნება შეურიგებელი ასეთი დანაშაულების მიმართ – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათკაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ბრალის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილისგან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები იხილეს, რაც ერთგვარად ახალი ბრალის პრევენციის მცდელობა იყო.
“ჩვენ ნახეთ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ყოფილი პრემიერისგან. იქვე იგრძნობოდა, რომ რაღაც გარკვეული ინდულგენციის ფორმა ჰქონდა ამ ყველაფერს, რადგანაც როგორც აღმოჩნდა, მან იცოდა, რომ ახალი ბრალდების მიმართ იყო შესაბამისი გამოძიება დაწყებული, ამიტომ, როგორც ჩანს, ამ განცხადებით ეცადა ერთგვარად პრევენცია მოეხდინა ამ ყველაფრის. ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყნის ამოცანაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიმართულებით საქართველო მკაფიოდ გააგრძელებს შესაბამისი მკვეთრი ნაბიჯებით სიარულს, ასე რომ, ყველა, იქნება ეს მოქმედი, თუ ყოფილი ჩინოსანი, რა თქმა უნდა, კორუფციის ბრალდების თვალსაზრისით, ბუნებრივია, სახელმწიფოს მხრიდან იქნება მკაცრად დასჯილი და სახელმწიფო იქნება შეურიგებელი ასეთი დანაშაულების მიმართ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
