Tuesday, August 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

August 25, 2026
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ბობოყვათში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის შეფერხებისა და გაჭიანურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია ბობოყვათში მცხოვრები მოქალაქეების პროტესტის შესახებ, სადაც ისინი აცხადებდნენ, რომ წლებია, საკუთარი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას უშედეგოდ ითხოვენ, ახლა კი ამ ტერიტორიაზე სტადიონის მშენებლობა იგეგმება.

სააგენტოში არსებული მონაცემების მიხედვით, მოქალაქეების მიერ მითითებული მიწის ნაკვეთები აზომილია მდინარე დეხვას, სასაფლაოსა და გზის მიმდებარე ტერიტორიებზე და არ წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს.

ამასთან, სააგენტოში დაცული ისტორიული საკადასტრო მონაცემების ბაზებში აღნიშნული მიწის ნაკვეთები ფიქსირდება, როგორც სახელმწიფოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრება. გრაფიკული მონაცემების ბაზა – ე.წ. ყვითელი ფენა 2000-იან წლებში ჩატარებული სისტემური აღწერების შედეგების კომპიუტერული დამუშავებისას შეიქმნა. სამუშაოები „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ ქართულ-გერმანული „KFW“-ის თანადაფინანსების, აგრეთვე, USAID-ის პროექტების ფარგლებში განხორციელდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის ნაკვეთების სამართლებრივი სტატუსისა და რეგისტრაციის საკითხის შეფასებისას გადაწყვეტილებები მიღებული იქნება ინდივიდუალურად, ყოველ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, სააგენტოში დაცული დოკუმენტაციისა და საკადასტრო მონაცემების, ასევე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ტრანზაქცია, რომელზეც არის საუბარი, სრული იზოლაციონიზმის ხაზს ადასტურებს. ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ჰერმეტულად იკეტება” – თაზო დათუნაშვილი
  • „ივანიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში უფრო დაცულია, ვიდრე უცხოეთში“ – რას აცხადებს სანდრო ქევხიშვილი
  • „ჩვენი ხალხი, ჩვენი პროდასავლური პოლიტიკური პარტიები იბრძვიან საქართველოს ინტერესებისათვის” – რას ამბობს გიორგი კაპანაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge