პროკურატურა ადასტურებს, რომ ახალ სისხლის სამართლის საქმეში გამოძიებას ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სამი მტავარი მოწმის ჩვენება აქვს- ესენი არიან: ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე და მისი ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
აღნიშნული გამოკითხვის ოქმები არის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, თუმცაღა ბრალდების მხარე ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებას მტკიცებულებათა შეჯერების შედეგად”, – განაცხადა ანი ლეკიაშვილმა.
სხვა მოწმეებზე პროკურორს არ უსაუბრია – როგორც ანი ლეკიაშვილმა განაცხადა ბრალდების მხარეს გამოძიების ეტაპზე შეკრებილი აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც პირდაპირ უთითებენ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენაზე.
ბრალდების მხარეს გამოძიების ეტაპზე შეკრებილი აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც პირდაპირ უთითებენ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. ასევე წერილობითი დოკუმენტაცია, ნივთიერი მტკიცებულებები და სხვა. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ბრალდების მხარეს გაუჩნდა იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ არსებობდა შესაბამისი სტანდარტი ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალის წარდგენის და გამოიტანა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. განაგრძეთ კითხვა…
