2 წლის წინ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა ქუთაისის პროკურატურასთან მივიდა და გამოძიებას ითხოვს – ამის შესახებ ინფორმაციას “TV პირველი ავრცელებს”.
“რატომ მოკლეს? დევნა იყო პოლიციელების ჩემს შვილზე და იქ დამთავრდა, იქ აღარ ჩანს… თემო ხადურს ნახულობენ 3 დღის მერე, გვამს… ლპობის შედეგად დედამ შვილი ვერ დავიტირე” – 2 წლის წინ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა ქუთაისის პროკურატურასთან მივიდა და გამოძიებას ითხოვს.
