Tuesday, August 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ანტიპუტინისტური პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის ყოფილმა წევრმა აღიარა, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა [ФСБ] შანტაჟითა და მუქარით გადაიბირა

August 25, 2026
ანტიპუტინისტური პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის ყოფილმა წევრმა აღიარა, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა [ФСБ] შანტაჟითა და მუქარით გადაიბირა

ანტიპუტინისტური პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის ყოფილმა წევრმა, რიტა ფლორესმა რუსეთიდან გაქცევის შემდეგ გამოცემა Port-თან ინტერვიუში აღიარა, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა [ФСБ] შანტაჟითა და მუქარით გადაიბირა და წლების განმავლობაში ინფორმატორად ამუშავებდა. ფლორესის თქმით, ეს ყველაფერი 2023 წელს, მისი ბინის ჩხრეკის შემდეგ ოჯახის წევრების მკვლელობითა და პატიმრობის მუქარის ქვეშ მოხდა.

„ფილმს ჰგავდა – მაგიდასთან დამსვეს, ვერ ვმოძრაობდი. დაიწყეს ჩემი გადაბირება: ყველანაირად მემუქრებოდნენ, დამცინოდნენ, უსიამოვნო რაღაცებს ​​მეუბნებოდნენ, ოჯახის წევრების მოკვლით მემუქრებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ვერასდროს დავამტკიცებდი, ვინ მოკლა დედაჩემი. დაიწყეს პირადი თავდასხმები, ამბობდნენ, რა საზიზღარი და საშინელი ვიყავი, რომ მთელ რუსეთში ყველაზე დიდ სატანად გამომაჩენდნენ“, – თქვა ფლორესმა.

როგორც ის ყვება, მიანიჭეს ოპერატიული ფსევდონიმი „ჰარლი“ და დაავალეს რუსი არტისტებისა და პოლიტიკური აქტივისტების დეტალური პროფილების შექმნა, რაშიც ყოველთვიურად 50 000 რუბლს უხდიდნენ. რიტა ფლორესის მტკიცებით, ФСБ-ს დავალებებს განზრახ აფერხებდა, რათა ნაცნობები საფრთხისგან დაეცვა.
მისივე თქმით, გარდამტეხი მომენტი 2025 წლის ზაფხულში დადგა, როდესაც ФСБ-მ მას Pussy Riot-ის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და მისი ყოფილი პარტნიორის, პიოტრ ვერზილოვის მკვლელობის ორგანიზებაში დახმარება მოსთხოვა. გეგმის მიხედვით, მას ვერზილოვი სერბეთში, ერთ-ერთ კაფეში უნდა შეეტყუებინა, სადაც მას რუსი აგენტები მოკლავდნენ, სანაცვლოდ კი 3 მილიონ რუბლს დაპირდნენ. ფლორესის თქმით, ამ დავალების შესრულებაც დროში გააჭიანურა და უფლებადამცველების დახმარებით რუსეთის დატოვება შეძლო.

“არსებობს ეჭვები, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასევე არიან დაქირავებულნი. და მე მსურს მათ დავეხმარო. მე ვარ ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უბრალოდ სწორი ადამიანების ინფორმირება და ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან” – ამბობს რიტა ფლორესი ინტერვიუში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “8000 აბიტურიენტი, რომელსაც სტუდენტობა შეუძლია, ვერ მოხვდა ვერც ერთ უნივერსიტეტში, რადგან მათი ადგილი ფიზიკურად არ არის და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟიმმა ასე გადაწყვიტა…” – ნიკა გვარამიას განცხადება
  • “თუ ვინმეს ეგონა, რომ ამით “ოცნების” რეჟიმს ზიანი მიაყენა, საპირისპირო შედეგი მიიღო…” – რას წერს რომან გოცირიძე
  • თურქი ვარსკვლავის მამამ შვილის ეკრანულ პარტნიორს უჩივლა – რა აღმოაჩინა მან 17 წლის ქალიშვილის WhatsApp-ში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge