Tuesday, August 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ჩვენი პასუხისმგებლობაა ისიც, რომ დანაშაულს ხელი არ დავაფაროთ და ვამხილოთ, რაც ხდება კიდევაც…” – რას ამბობს თენგიზ შარმანაშვილი

August 25, 2026
“ჩვენი პასუხისმგებლობაა ისიც, რომ დანაშაულს ხელი არ დავაფაროთ და ვამხილოთ, რაც ხდება კიდევაც…” – რას ამბობს თენგიზ შარმანაშვილი

ბევრი ვარიანტია, საიდან შეიძლებოდა, ირაკლი ღარიბაშვილს სცოდნოდა ახალი ბრალდების შესახებ. ამ საქმეში მხოლოდ ის ხომ არ ფიგურირებს? ქრთამის აღების საქმეში ბევრი ეჭვმიტანილია, მათ თავიანთი ადვოკატები ჰყავთ, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ, შესაძლებელია, ერთმანეთის საკითხები სცოდნოდათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშავილმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი არ არის იმაზე, რომ პატიმარს კამერაში გამოცხადება ჰქონდა.

„საიდან შეიძლება, ეს ყველაფერი სცოდნოდა, ამოუხსენელი არ არის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენს პასუხისმგებლობაზეც მიუთითებს, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა ისიც, რომ დანაშაულს ხელი არ დავაფაროთ და ვამხილოთ, რაც ხდება კიდევაც. სხვა ხელისუფლებებთან ჩვენი განსხვავება ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად შეიძლება, დავზარალდეთ, არცერთ სისხლის სამართლის დანაშაულს ხელს არ დავაფარებთ. რა ურჩია მისმა ადვოკატმა და დაცვის რა ტაქტიკას შეარჩევს, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. როცა დანაშაულს არ აღიარებ, რა თქმა უნდა, რამით უნდა გაამართლო. როგორც წესი, ყოფილი პოლიტიკოსები კორუფციას ამართლებენ, როგორც პოლიტიკურ დევნას. სხვა გამამართლებელი არ აქვთ ხოლმე, ამ ნაწილში სიახლე არაფერია. ეს კომპლექსური თემაა. სქემები, რომელზეც ახლა საუბარია, ფარული და შენიღბულია. როცა კორუფციული სკანდალები უცხოეთშიცაა, როგორც წესი, რამდენიმე წლით წინ არის ჩადენილი, რადგან აქ საქმე ვიღაც არაპროფესიონალებთან და ბავშვებთან კი არ არის, არამედ ეს ხალხი საკმაოდ სერიოზულია – თავის დანაშაულებს სერიოზულად ნიღბავენ. ხანდახან ამას ხანგძლივი ოპერატიული მუშაობა და გამოძიება სჭირდება, რომ მტკიცებულებები მოიპოვო“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მისი თქმით, ერთია, ეჭვი გამოთქვა, შემთხვევით, ეს კაცი კორუფციაში ხომ არის ჩართულიო, მაგრამ მეორეა, მტკიცებულებები მოიპოვო.

„ამას დრო და პროფესიონალიზმი სჭირდება. რაღაც სწორად რომ არ ხდებოდა და რაღაც პოლიტიკურად სწორად არ იყო, ალბათ, გუნდმა ამის გამო გადაწყვიტა, რომ პრემიერ-მინისტრი ჩაენაცვლებინა. ჯო ბაიდენმა მისი შვილი შეიწყალა. ეს საქართველოში რომ მომხდარიყო, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა. მას 20 წელზე მეტი სასჯელი ჰქონდა მისჯილი, რომ შავი ფულის მოპოვებას გარკვეული სქემებით ახერხებდა. ეს წლების შემდეგ გაიხსნა და არა, რამდენიმე კვირაში. ისეთი ფარული სქემები აქვთ ხოლმე, რომ მისი კვანძის გახსნას დრო სჭირდება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
  • “8000 აბიტურიენტი, რომელსაც სტუდენტობა შეუძლია, ვერ მოხვდა ვერც ერთ უნივერსიტეტში, რადგან მათი ადგილი ფიზიკურად არ არის და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟიმმა ასე გადაწყვიტა…” – ნიკა გვარამიას განცხადება
  • “თუ ვინმეს ეგონა, რომ ამით “ოცნების” რეჟიმს ზიანი მიაყენა, საპირისპირო შედეგი მიიღო…” – რას წერს რომან გოცირიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge