Tuesday, August 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

2 წელი სტიქაროსანის ბურუსით მოცული სიკვდილიდან – კომისიური ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

August 25, 2026
2 წელი სტიქაროსანის ბურუსით მოცული სიკვდილიდან – კომისიური ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

23 წლის სტიქაროსანის, თემო ხადურის ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა – დედას, რომელიც ამბობს, რომ შვილი პოლიციელებმა მოუკლეს, სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დასკვნა გუშინ ჩაბარდა.

დასკვნაში წერია, რომ გვამის ლპობიდან გამომდინარე თემო ხადურის სიკვდილის მიზეზის და თარიღის დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ახალგაზრდა კაცს სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა: სისხლნაჟღენთები მარჯვენა და მარცხენა თვალბუდის მიდამოებსა ქუთუთოებში, რომელიც სიკვდილამდე ბლაგვი საგნის ზემოქმედებით იყო მიყენებული.

ეს გარემოება ოჯახს კიდევ უფრო უმყარებს ეჭვებს, რომ საქმე გვაქვს მკვლელობის ჩაფარცხვასთან. საუბარია 2024 წელს მომხდარ ფაქტზე, როცა თბილისიდან ქუთაისისკენ მიმავალ თემო ხადურს პოლიცია აედევნა, ამის შემდეგ ახალგაზრის კვალი იკარგება. სამ დღეში გარდაცვლილი სტიქაროსნის ცხედარი მდინარე წაჩხურაში მწყემსმა ოპოვა.

გარდაცვლილი სტიქაროსანის დედა, ნინო გვიშიანი ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს მისი შვილის მკვლელებსი დასასჯლეად.

შვილმკვდარი დედა დღეს 12:00 საათზე, ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან აქციას გამართავს და ყველას მოუწოდებს, რომ არა მისი შვილის საფლავთან, არამედ სწორედ პროკურატურასთან მივიდნენ.

ნინო გვიშიანი გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს სთხოვს, ბოლომდე მიიყვანოს მისი შვილის მკვლელობის საქმე, რომელიც თავადვე დაიწყო, როდესაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ორი წელია ჩემი ოჯახისთვის არა და არ დადგა სამართალი. გუშინ გავეცანით სამედიცინო ექსპერტიზას, კომისურს, გამოვაქვეყნე და ნახეთ ალბათ, როგორი გამეტებული ჰყავთ ჩემი სიმწრით ნაზარდი და და ნანოლიავები შვილები. დღეს ორი წელი გახდა ჩემი ოჯახის ამ ტრაგედიიდან. მე მოგმართავთ ყველას – გელოდებით არა საფლავზე არამედ პროკურატურასთან. 12:00 ერთად დავიტიროთ ჩემი შვილი ნატანჯი სხეული და ერთად მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას. პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პოლიციელი, ვინც ამ საქმეში ურევია. სიკვდილამდე, ბოლომდე ჩავყვები. არ გავჩერდები შენთვის შვილო “, – ამბობს ნინო გვიშიანი.

ქუთაისი – თერჯოლის მაგისტრალზე მომხდარ ფაქტზე ჟურნალისტური გამოძიება “შაბათის ეთერმა” ერთი წლის წინ გამოაქვეყნა.

“TV პირველის” გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის წარმომადგენლებმა მოიპოვეს ვიდეო-მტკიცებულებები. სოფელ სიმონეთში, ერთ-ერთ ფერმაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს დევნის ოპერაცია დაუსახლებელ ადგილას.

ჩანაწერის მიხედვით:

2024 წლის 25 აგვისტოს 22 საათსა და 28 წუთზე თერჯოლის რაიონული სამმართველოს კუთვნილი პიკაპი ფერმასთან ჩნდება ამ ადგილი დაახლოებით 300 მეტრის დაშორებით მდინარის პირას სტიქაროსანი გარდაცვლილი ნახეს.
კადრში ჩანს, რომ პოლიციელები სტიქაროსან ფერმის გარშემო ფანრებით ეძებენ. მანქანა დაუსახლებელი ტერიტორიიდან 7 წუთში, 22 საათსა და 34 წუთზე მიდის. [დედა არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი ამ დროს სასტიკად სცემეს და შემოაკვდათ].
მაშინ, ადგილზე მისულ “შაბათის ეთერთან” პოლიცია, არ აღიარებდა, რომ 23 წლის სტიქაროსნის მინდორ მინდორ ეძებდა. წესით, დევნის სპეცოპერაცია ნახშირღელის პოლიციის შენობაზე დამონტაჟებული კამერებსაც უნდა დაეფიქსირებინათ, თუმცა ეს ჩანაწერები გამქრალია.

თემო ხადურის ცხედარი 2024 წლის 28 აგვისტოს, მდინარე წაჩხურას კალაპოტში ადგილობრივებმა იპოვეს.

მომწეები, რომელთა ჩვენებები საქმეში დევს, ამტკიცებენ, რომ თემო ხადურმა ტყიბულის პოლიციის უფროსის მოადგილის ლაშა ლაბუჩიძის მანქანა დააზიანა, ამ დროს ადგილზე თერჯოლის პოლიციის უფროსის მოადგილე კახაბერ ნებიერიძე მივიდა. ამ წუთიდან სტიქაროსნის კვალი იკარგება. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ თემო ხადურის დევნას ოპერაცია დაიწყო და მოხდა ჰაერში გასროლაც.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიხეილ ყაველაშვილი სტუდენეტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ულოცავს
  • ირაკლი კობახიძე სტუდენეტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ულოცავს
  • ქართველი ემიგრანტი ბიჭი ნიუ იორკის მერს მადლობას უხდის – ვრცელდება ვიდეო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge