ინდოეთში 6 წლის ბავშვის, ტამანა პრანაი ტეჯის, გარდაცვალებამ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. შემთხვევა 20 აგვისტოს, ვისახაპატნამის სკოლაში მოხდა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ექცევა მასწავლებელი ბავშვს უხეშად — ექაჩება, ანჯღრევს და სახეში ურტყამს. რამდენიმე წამში ბავშვი გონებას კარგავს და მასწავლებელს ხელებში უვარდება.
ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ოჯახის განცხადებით, ბავშვს იმ დილით სკოლაში წასვლა ეშინოდა, რადგან საშინაო დავალება ბოლომდე არ ჰქონდა შესრულებული და მასწავლებლისგან დასჯის ეშინოდა.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. ოჯახი მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს.
