Monday, August 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პუტინმა ახალი ბრძანება გამოსცა – გაიგეთ დეტალები

August 24, 2026
“გაოცებული ვარ იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება იცავს თავის პოზიციას”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე „გარე მართვის“ დაწესების უფლებამოსილებას იძლევა, თუ მათი მფლობელები უსაფრთხოების მოთხოვნებს არ ასრულებენ. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, დოკუმენტი ძალაში ნორმატიული აქტების ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან შევიდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასეთი ზომების მიღება შესაძლებელია, თუ დრონების თავდასხმის საფრთხის აღსაკვეთად მიმართული ზომები არაეფექტური აღმოჩნდება. დროებითი მართვა ასევე შეიძლება დაწესდეს, თუ დაზიანებული ობიექტი არ აღადგინეს ან მისი აღდგენა დაგვიანდა. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებად დოკუმენტი მიიჩნევს საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის, სამრეწველო, კომუნალურ, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ობიექტებს, კავშირგაბმულობისა და სიცოცხლისთვის აუცილებელი სერვისების ობიექტებს, ასევე სხვა ობიექტებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ რუსეთის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის. დროებით მმართველად, როგორც წესი, სახელმწიფო ქონების მართვის ფედერალური სააგენტო დაინიშნება. მას შეეძლება საწარმოს მოძრავი და უძრავი ქონების, ფასიანი ქაღალდებისა და საწესდებო კაპიტალში წილების განკარგვა, ასევე მესაკუთრის სხვა უფლებების განხორციელება.

მართვის ვადა დადგენილი არ არის. მისი შეწყვეტა ასევე მთავრობის გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი.

მედიის ცნობით, განკარგულების მიღების საფუძვლად დოკუმენტში უკრაინაში ომის დროს „უსაფრთხოების კუთხით საფრთხეების ზრდაა“ დასახელებული.

ცნობისთვის, 2026 წელს გახშირდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის სამრეწველო და ლოგისტიკურ ობიექტებზე დრონებით განხორციელებული დარტყმები. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობბაზებზე თავდასხმებმა რუსეთში საწვავის კრიზისი გამოიწვია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია 15 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც თბილისის ზღვაში დაიხრჩო
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
  • ავტოსაგზაო შემთხვევა მარტვილში – ვითარება ადგილზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge