Monday, August 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სამინისტრო ყველა მასწავლებელს გადამზადების შესაძლებლობას მისცემს – გივი მიქანაძე

August 24, 2026
სამინისტრო ყველა მასწავლებელს გადამზადების შესაძლებლობას მისცემს – გივი მიქანაძე

ამოცდებზე პედაგოგების ნაწილის შემთხვევაში არ გვქონდა დამაკმაყოფილებელი შედეგი, რის გამოც, ჩვენ მივიღეთ გამოცდის გადავადების გადაწყვეტილება, პირველ რიგში, სწავლა-სწავლების უწყვეტობის პრინციპიდან გამომდინარე – ჩემთვის გამოწვევაა, თუნდაც ერთი ადამიანის მიმართულებით თუკი არის საჭიროება, რომ კიდევ უფრო აიმაღლოს კომპეტენცია – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “სამინისტრო ყველა მასწავლებელს გვერდით დაუდგება და მისცემს შესაძლებლობას, რომ მათ გაიარონ შესაბამისი გადამზადება და მოემზადონ იმისთვის, რომ თავისი ცოდნა და უნარები დაადასტურონ გამოცდებზე”.

„ჩვენ პირველ რიგში, გამოვდივართ მოსწავლეების საუკეთესო ინტერესებიდან და იმ პროცესიდან, რომ სწავლა – სწავლების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში. მათ ივლისში ჩააბარეს გამოცდები. მათმა ნაწილმა კომპეტენცია დაიდასტურა, მაგრამ ნაწილმა ეს ბარიერი ვერ გადალახა, რაც ჩვენ გვაძლევს მოცემულობას, რომ მათთვის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა გავაკეთოთ.

ჩვენ უკვე ვგეგმავთ, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში არაერთი გადამზადება ჩავუტაროთ მათ. მათ ექნებათ ამ გადავადების საფუძველზე, დეკემბერში შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გავიდნენ გამოცდაზე და შემდგომში, გაზაფხულზე იქნება გადამზადების პროცესი. ივნისში კი კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნებათ. ამ კუთხით გამოხატული პოლიტიკა გვაქვს, რომ მასწავლებლებს მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ. ამასთანავე, გამოხატული პოლიტიკაა ის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდეს და სადმე არ გვქონდეს მასწავლებლის დანაკლისი. სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთხელ გადაგვევადებინა ეს. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით თითოეული ეს მასწავლებელი შეძლებს კონკრეტული ტრენინგების საფუძველზე გამოცდების ჩაბარებას“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

კითხვაზე პედაგოგებისთვის კომპეტენციის დასადასტურებლად გამოცდების გადავადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ხომ არ გამოიწვია გამოცდებზე პედაგოგების მიერ მიღებულმა შედეგებმა, მინისტრმა უპასუხა, რომ „გარკვეულწილად კი“.

„ნაწილი მათგანის შემთხვევაში არ გვქონდა დამაკმაყოფილებელი შედეგი, რის გამოც, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველ რიგში, სწავლა-სწავლების უწყვეტობის პრინციპიდან გამომდინარე. ჩემთვის გამოწვევაა თუნდაც ერთი ადამიანის მიმართულებით თუკი არის საჭიროება, რომ კიდევ უფრო აიმაღლოს კომპეტენცია. რეფორმა რომელიც წამოვიწყეთ, არის პირველ რიგში, ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული. ჩვენ რაიმე მიმართულებებზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველა მასწავლებელს მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით, მივცემთ შესაძლებლობას, რომ მათ გაიარონ შესაბამისი გადამზადებები და მოემზადონ იმისთვის, რომ თავისი ცოდნა და უნარები დაადასტურონ გამოცდებზე.

თითოეული მასწავლებელი, არ აქვს მნიშვნელობა ეს მათემატიკაა, ქართული თუ ინგლისური და რომელი საგანი, არის მნიშვნელოვანი. ამ ყველაფრის ანალიზი მიმდინარეობს და სწორედ ამ ანალიზზე დაყრდნობით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დაგეგმავს და განახორციელებს შესაბამის აქტივობებს,“- განაცხადა გივი მიქანაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ენერგო-პრო ჯორჯია” აბონენტებს აფრთხილებს
  • თუ შესასვლელ კართან მარილი დაგხვდებათ დაყრილი: დაცვა თუ ჯადო? – ეზოტერიკოსის განმარტება
  • ყველაზე უცნაური ციხე, სადაც პატიმრები ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge