Monday, August 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მობილურების შეზღუდვა სკოლებში

August 24, 2026
მობილურების შეზღუდვა სკოლებში

ჩემი ინფორმაციით, მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ საჭირო რაოდენობიდან გამომდინარე, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შესანახ ყუთებს სკოლები ინდივიდუალურად იძენენ და მათი განთავსების ადგილსაც თავად არჩევენ.

“ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე ეს ყუთები შეძენილი აქვთ საჭირო რაოდენობიდან გამომდინარე. ეს არ არის ტელეფონის მიტანის აკრძალვა, როგორც ამას ავრცელებდნენ. ასევე, არაერთგზის გავრცელდა სრული დეზინფორმაცია, რომ თითქოს, მასწავლებლებს ვუკრძალავდით ტელეფონის გამოყენებას. ჩვენ უბრალოდ მასწავლებლებს ვთხოვეთ, რომ თუკი მათ ტელეფონი არ სჭირდებათ რაიმე მასალის სადემონსტრაციოდ, მაგალითი მისცენ მოსწავლეებს და თვითონ განათავსონ ამ ყუთში ტელეფონი და აჩვენონ კონკრეტული მაგალითი იმისა, როგორ უნდა ხდებოდეს ეს პროცესი. ტელეფონების შეზღუდვა ხდება საგაკვეთილო პროცესის დროს. ჩვენი მიზანია, რომ მოსწავლე იყოს მაქსიმალურად ჩართული საგაკვეთილო პროცესში და არ ჰქონდეს კონცენტრირება სხვა რამეზე, მითუმეტეს, ინტერნეტში ჩართულ მობილურ ტელეფონზე. ეს მთლიანად ეწინააღმდეგება სასწავლო პროცესს და რა თქმა უნდა, გათიშულია მიმდინარე სწავლა-სწავლების პროცესიდან.

რა თქმა უნდა, ჩემი ბრძანებით გვაქვს დადგენილი კონკრეტული გამონაკლისები როდის შეუძლია, რა შემთხვევაში შეუძლია ბავშვმა ისარგებლოს მობილური ტელეფონით და ეს ყველაფერი გაწერილია. ჩვენ სწავლის დაწყებამდე კიდევ ერთხელ მოვიკითხავთ, დავინტერესდებით დეტალურად იმის თაობაზე, თუ რამდენად ყველა ამის შესახებ ინფორმირებულია. ეს საერთო მიზნებისთვის არის მნიშვნელოვანი პროცესი.

სკოლები [მობილური ტელეფონის შესანახ ყუთებს] იძენენ ინდივიდუალურად, იძენენ იმ რაოდენობით, რაც საჭიროა. სავარაუდოდ, ეს ყუთები უფრო საკლასო ოთახებში განთავსდება, თუმცა სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, თითოეული სკოლა ინდივიდუალურად იმსჯელებს. ეს არის სკოლაში გადასაწყვეტი საკითხი“, – განაცხადა მიქანაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქვეყნიდან გამქრალია ბიზნესმენი, რომელიც “ჯარის ძარცვის საქმეში” ღარიბაშვილის მონაწილეობაზე 1 წლის წინ საუბრობდა
  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “2021 წლის ივლისი – იმ ბანერს აწერია, გადადგეს და დაისაჯოს მკვლელი ღარიბაშვილი…” – წერს ვახო სანაია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge