ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენით სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში საკანონმდებლო წინააღმდეგობას წააწყდება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„აქ ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც ჩვენი სახელმწიფოების მეთაურებმა განიხილეს. ევროკავშირში განაცხადის წარდგენის შემდეგ, სომხეთს მოუწევს საკუთარი კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ეს სტანდარტები ჩვენთან და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მიღებულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება. სწორედ აქ წავაწყდებით წინააღმდეგობებს, რომლებიც თავად სომხეთს დააზარალებს“, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა სომხეთს მოუწოდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიხსენოს.
„რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს, მე რეკომენდაციას ვუწევ იმას, რომ თურქეთისა და მთელი რიგი სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიხსენოთ. მათი განაცხადის შეტანიდან ათწლეულები გავიდა, მაგრამ ვითარება არ შეცვლილა“, – აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს.
