Monday, August 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

August 24, 2026
ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

უკრაინას ნამდვილად სურს მშვიდობა, თუმცა პოზიციების დათმობას არ აპირებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„უკრაინელები ამაყობენ საკუთარი თავით, მაგრამ ამას ხმაურის გარეშე აკეთებენ – მოკრძალებულად აღნიშნავენ და ერთმანეთს ესალმებიან, რადგან იციან დამოუკიდებლობის ნამდვილი ფასი. თვალები ერთდროულად ცრემლითა და იმედით გვაქვს სავსე: ვგრძნობთ ტკივილს, მაგრამ ვსწავლობთ, როგორ გავხდეთ ყველა იმ ბოროტებაზე ძლიერები, რომელსაც ისინი ჩვენ წინააღმდეგ სჩადიან. ყველა დაღლილი ვართ, მაგრამ დიდხანს არ ვწუწუნებთ. უკრაინას, რა თქმა უნდა, ძალიან სურს მშვიდობა, მაგრამ უბრალოდ დანებებას არ აპირებს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთს ინიციატივის ხელში ჩაგდების უფლებას არ მისცემს და არც იმას დაუშვებს, რომ ევროპა და მთელი მსოფლიო „მოატყუონ და დააჯერონ, რომ დონბასის დათმობით ყველაფერი სწრაფად დასრულდება“.

„ჩვენ ილუზიები არ გვაქვს. ჩვენ მათ არ ვენდობით. ჩვენ კრემლს ნახევარი მილიონი ჯარისკაცის გადარჩენის საშუალებას არ მივცემთ. რუსეთი მუდმივად ავადებს იმ თარიღებს, როდესაც ისინი დონეცკის მთელი რეგიონის აღებას „აპირებენ“ და „აუცილებლად“ აიღებენ. და ასე გაგრძელდება. უკრაინა სხვანაირია და არ დათმობს იმას, რაც მას ეკუთვნის,” – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის განცხადებით, რუსეთს არა მშვიდობა, არამედ მობილიზაცია სურს. შესაბამისად, მისი თქმით, უკრაინამ უნდა უზრუნველყოს, რომ თავდაცვის შესანარჩუნებლად ჯარისკაცებს ჰქონდეთ ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ „მტრის ძალები უკრაინის მიწის სასუქად იქცეს“.

„პუტინს იმედი აქვს, რომ დავიღალეთ. ჩვენ ვიცით, რომ ის მოკვდავია. მას არასოდეს ესმოდა ჩვენი. ახლა კი უკვე ძალიან გვიანია ამის გასაგებად. თქვენ მთელი უკრაინის, მთელი ჩვენი მიწის ხელში ჩაგდება გინდოდათ, მაგრამ ამის ნაცვლად დაკარგეთ თქვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, თქვენი ფლოტი, თქვენი მოგება და მთელი თაობა, რომელიც ხორცის საკეპ მანქანაში გასაგზავნად გაიმეტეთ. თქვენ გინდოდათ, რომ ჩვენ რუკიდან გავმქრალიყავით. ახლა კი თავად ხართ გამქრალი მომავალი ცივილიზაციის საერთაშორისო დღის წესრიგიდან. 27 წლის განმავლობაში რუსეთის მეთაური სიდიადეზე ლაპარაკობდა, მაშინ როცა რუსეთში ადამიანები ბენზინის რიგებში დგანან,” – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები და გავზარდოთ მათზე ზეწოლა. უკრაინამ, ევროპამ, აშშ-მა, მთელმა მსოფლიომ. მიხარია, რომ შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ მოიშორა ყველა ილუზია იმის შესახებ, ნამდვილად სურს თუ არა რუსეთს ამ ომის დასრულება. მჯერა, რომ აშშ გადალახავს ყველა თავის წინააღმდეგობასა და რუსეთთან დაკავშირებულ შიშებს. ჩვენ რუსები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა მივიყვანოთ. სანქციები საბოლოოდ აუცილებელია – ისეთი სანქციები, რომლებიც მათ ტკივილს აგრძნობინებს. უკრაინას უნდა მიეცეს ყველაფერი, რაც მათ ომის დასრულებას აიძულებს. და ეს შესაძლებელია,” – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა არ ითხოვს, რომ ვინმემ მის ნაცვლად იბრძოლოს, არამედ ითხოვს იმას, რომ ამ ომის შესაჩერებლად უკრაინას საჭირო მასალებით დაეხმარონ.

„ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ჩვენს ნაცვლად იბრძოლოთ. მიეცით უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება ამ ომის შესაჩერებლად – შეაჩერეთ ეს ომი იქამდე, ვიდრე პუტინს შემდეგი ომის დაწყების დრო ექნება,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროპა უნდა იყოს ერთიანი, ამბიციური და გაბედული, ჩინეთმა კი დუმილი უნდა დაარღვიოს.

„როდესაც ვიღაც მეზღვაურის ფორმას და ქუდს ირგებს და, გარკვეული სიტყვების ცუდი წარმოთქმით, ბირთვულ დარტყმაზე საუბრობს, ჩინეთმა რეაგირება უნდა მოახდინოს. მან სიტუაცია უნდა დაამშვიდოს. ჩინეთმა უნდა აჩვენოს თავისი ამბიცია, იყოს მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი არა მხოლოდ ეკონომიკური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით, არამედ ცივილიზაციური თვალსაზრისითაც,” – აღნიშნა ზელენსკიმ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საერთაშორისო ჭადრაკის ფედერაციის მენეჯერი კოღოს ნაკბენის შემდეგ გარდაიცვალა
  • “რაღაც სკაბრეზული ლექსი როა, ვარდი ვზარდე @@@ ამოდისო”, ეგრეა აქაც…” – რას წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში
  • მობილურების შეზღუდვა სკოლებში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge