Monday, August 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“სამწუხაროდ, ოპოზიციიდან ძალიან ბევრი არის მოსყიდული და კორუმპირებული…” – რას ამბობს გიორგი ჭანტურია

August 24, 2026

არც კორუმპირებული ხელისუფლება გვინდა, რასაც დღეს ვადევნებთ თვალს, არც კორუმპირებული ოპოზიცია. დღეის მოცემულობით, სამწუხაროდ, ოპოზიციიდან ძალიან ბევრი არის მოსყიდული და კორუმპირებული „ქართული ოცნების“ რიგებიდან, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ჭანტურიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უკეთ იციან, რა ხდება კორუმპირებულ ოპოზიციაში.

„2021 წლიდან ვამბობთ, რომ ეს ადამიანები არიან „ქართული ოცნების“ მომსახურე პერსონალი და ეს გამოჩნდა არაერთხელ – 4 ოქტომბერს, დღესაც, ყოველთვის, როცა „ქართულ ოცნებას“ კრიზისი აქვს და უჭირს. ოპოზიცია უფრო დიდ როლს თამაშობს ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ვიდრე მამუკა მდინარაძე, ან ირაკლი კობახიძე, რადგან, სამწუხაროდ, ამ კორუმპირებულ ოპოზიციას ბევრად მეტი გამოსდის, ვიდრე მამუკა მდინარაძეს და ირაკლი კობახიძეს. კარგია, რომ ეს ყველაფერი ზედაპირზე გადმოვიდა, რადგან ამომრჩეველი ამას კარგად შეაფასებს.

იმ პირობებში, რა პირობებშიც ბოლო სამი წელია, არის ქვეყანა და პოლიტიკური ლიდერები, წარმოუდგენელია, შეუძლებელია, 40 მილიონი იშოვო და წინასაარჩევნოდ დახარჯო „ქართული ოცნების“ გარეშე, ამის ილუზია არავის აქვს. საიდან მოდის ეს ფული და საიდან ფინანსდება „ნაციონალური მოძრაობა“, ყველასთვის ნათელია. ნიკა გვარამია არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი განშტოება. „ქართული ოცნება“ აფინანსებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ხალხი ხომ წაიყვანა და პარლამენტში დასვა, პარალელურად, საკუთარი შავი კასიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებენ, რომ არჩევნებამდე თავი გაატანონ. ვინმეს ჰგონია, რომ გილაურმა საკუთარი ჯიბიდან ამოიღო ფული და გვარამიას მისცა? ამის დაჯერება არის გულუბრყვილობა. კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ამ შავი კასიდან ამოღებულ ფულს, საიდანაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დაფინანსდებიან. ჩვენი პარტია 2021 წლიდან დღემდე მარტო იბრძვის პოლიტიკურ ველზე და ეს არავისთვის არაა ახალი. ჩვენთვის წითელი ხაზია, როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან ჩვენთვის ორივე ერთი და იგივეა. ერთი პარტია ფინანსდება მეორე პარტიისგან. ლაშა ფარულავამ რაც არ უნდა თქვას, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ტროას ცხენი ის ორმოცი მილიონი კი არ არის, ტროას ცხენი არის თავიდან ბოლომდე „ნაციონალური მოძრაობა“, „ოცნების“ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც წინასაარჩევნოდ ასე უგორებს „ოცნება“ ამომრჩეველს და იმ ცხენიდან შემდეგ კიდე „ქართული ოცნების“ ფული გადმოედინება“, – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საერთაშორისო ჭადრაკის ფედერაციის მენეჯერი კოღოს ნაკბენის შემდეგ გარდაიცვალა
  • “რაღაც სკაბრეზული ლექსი როა, ვარდი ვზარდე @@@ ამოდისო”, ეგრეა აქაც…” – რას წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში
  • მობილურების შეზღუდვა სკოლებში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge