Monday, August 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“სამხედროების ძარცვა მოდის არა ღარიბაშვილისგან ან ბურჭულაძისგან, არამედ ბიძინა ივანიშვილისგან” – რას ამბობს ლაშა ფარულავა

August 24, 2026
“სამხედროების ძარცვა მოდის არა ღარიბაშვილისგან ან ბურჭულაძისგან, არამედ ბიძინა ივანიშვილისგან” – რას ამბობს ლაშა ფარულავა

“ქართული არმიის, ჯარისა და სამხედროების ძარცვა მოდის არა ღარიბაშვილისგან ან ბურჭულაძისგან, არამედ ბიძინა ივანიშვილისგან. ქართული არმიის ძარცვასა და ამ ელიტურ კორუფციაზე ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი,” – ამის შესახებ ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არამხოლოდ ქართული ჯარი, არამედ ბიზნესის თავისუფლებაც აღარ არსებობს, „რადგან ე.წ ბიზნესმენები ბიძინა ივანიშვილს ხარკს უხდიან, რასაც ადასტურებს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის ჩვენებაც, რომელიც ამ ხარკის მომგროვებლად, სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს ასახელებს“.

„ჩვენ წლების განმავლობაში ქართული არმიის, ჯარისა და ჩვენი სამხედროების ძარცვაზე ვსაუბრობდით, რომელიც მოდის არა ღარიბაშვილისგან ან ბურჭულაძისგან, არამედ ბიძინა ივანიშვილისგან. ქართული არმიის ძარცვასა და ამ ელიტურ კორუფციაზე ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქართული ჯარი წლების განმავლობაში იძარცვებოდა.

არა მხოლოდ ქართული ჯარი, არამედ „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში ბიზნესის თავისუფლება აღარ არსებობს და ეს საბოლოოდ თითოეული მოქალაქის ჯიბეს აზარალებს.

„ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში ბიზნესი არამხოლოდ თავისუფალი არ არის, არამედ იხდის ივანიშვილის არაოფიციალურ მოსაკრებელს, რუსი ოლიგარქის ხარკსა და რუსული რეჟიმის საფასურს.

„ქართული ოცნების“ ელიტური კორუფცია და ბიზნესისგან აკრეფილი ხარკი არამხოლოდ არ გაუქმებულა, არამედ, პირიქით, გაორმაგებულია. რუსული მოსაკრებელი ხალხისთვის სულ უფრო მძიმე ტვირთად იქცა.

ეს ყველაფერი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა რომეო მიქაუტაძის ჩვენების შემდეგ, სადაც მან ბიზნესიდან აკრეფილი რუსული რეჟიმის ხარკის შემკრებად გრიგოლ ლილუაშვილი დაასახელა.

აქ ჩნდება მთავარი კითხვა: ვინ იხდიდა ამ ფულს, ვინ აგროვებდა და საბოლოოდ სად მიდიოდა ეს თანხები? ეს არის ის კორუფციული წილი, რომელიც, ჩვენი შეფასებით, საბოლოოდ ფასებში აისახება და ხალხს ცხოვრებას უძვირებს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელია ამ სქემის სრულად გამოაშკარავება.

ჩვენ მოვითხოვთ სრულ გამჭვირვალობას ამ ელიტურ კორუფციულ საქმეზე. უნდა დასახელდეს ყველა ის ბიზნესმენი, ვისზეც მიქაუტაძე საუბრობდა, კონკრეტული სახელებითა და გვარებით.

თუ საუბარია კონკრეტულ პირებზე: მაგალითად, სოსო ფხაკაძეზე, ძმებ პაპაშვილებზე, აკაკი ახვლედიანზე თუ ჩიგოგიძეზე და ა.შ. თითოეულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს სიმართლე და საზოგადოებას მიეწოდოს სრული ინფორმაცია, ქურდები და მძარცველები კი ლილუაშვილს უნდა მიუსხდნენ.

ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ აგროვებდა და აგროვებს ამ კორუფციულ ხარკს, ვინ იხდიდა და ვინ სარგებლობდა ამ სისტემით.

საქართველოში ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი! კონკურენცია სამართლიანი!

ხოლო სახელმწიფო სისტემა, მოქალაქისა და მეწარმის დამცველი და არა ოლიგარქიული სისტემის ფულის შემგროვებელი.

ჩვენ ვითხოვთ სრულ გამჭვირვალობას, კონკრეტულ სახელებს და კონკრეტულ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ფარულავამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა
  • IPhone-ის განვადების გამო დაწყებულმა კამათმა ინდოეთში ოჯახი ტრაგედიამდე მიიყვანა – 19 წლის ბიჭი და მისი მშობლები დაიღუპნენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge