Monday, August 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“„ქართული ოცნება“ არის კორუფციის დიდოსტატთა კრებული” – რას ამბობს ლევან სამუშია

August 24, 2026
“„ქართული ოცნება“ არის კორუფციის დიდოსტატთა კრებული” – რას ამბობს ლევან სამუშია

“„ქართული ოცნება“ არის კორუფციის დიდოსტატთა კრებული, „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც მშვიდობის სახელით ქვეყანას უბედურება მოუტანა, უბედურებაა ის კორუფცია, რა კორუფციაშიც ჩაახრჩო ქვეყანა,”- ამის შესახებ ლევან სამუშიამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ჩნდება კითხვა, ხომ არ ხდება კლანური ინტერესებიდან გამომდინარე სამართლის გამოყენება ზეწოლისთვის და „ამ კითხვას ის ფაქტი აჩენს, რომ პატიმრობაში მყოფმა ღარიბაშვილმა ახალი ბრალის შესახებ სავარაუდოდ, იცოდა“.

„ჩვენ ვხედავთ დღეს კლანებს შორის დაპირისპირებას და ამ დაპირისპირების შედეგად წამოტივტივდა ის კორუფციული ფაქტები ზედაპირზე, რა კორუფციულ ფაქტებსაც ვხედავთ. სუს-ის უფროსი დაკავებულია იმის გამო, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ჩემოდნებით თანხა მიჰქონდა, დღეს ვხედავთ და გვეუბნება პროკურატურა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, ყოფილ თავდაცვის მინისტრთან ერთად ჯარს ძარცვავდაო. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ამყოფებს და არის კიდევ მეორე კითხვა, ხომ არ ხდება სამართლის გამოყენება ამ შემთხვევაში კლანური ინტერესებიდან გამომდინარე ზეწოლისთვის, ვინაიდან, საიდან იცოდა მაშინ ღარიბაშვილმა წინასწარ, რომ მას შესაძლოა ბრალი წარდგენოდა? პატიმრობაში მყოფმა ღარიბაშვილმა, საიდან იცოდა ამის შესახებ? ასევე, იყო თუ არა რეალობა წერილთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ის მოყვანილი ფაქტები დღეს უკვე რეალობად იქცა“, – განაცხადა სამუშიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებას.

პროკურატურამ ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა
  • IPhone-ის განვადების გამო დაწყებულმა კამათმა ინდოეთში ოჯახი ტრაგედიამდე მიიყვანა – 19 წლის ბიჭი და მისი მშობლები დაიღუპნენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge