საგანგებო ვითარება სანქტ-პეტერბურგიდან თბილისის მიმართულებით მომავალ თვითმფრინავზე – Flightradar24-ის მონაცემებით, ავიაკომპანია Azimuth-ის რეისმა A47017 ფრენის დროს საგანგებო კოდი გაააქტიურა.
რეისი სანქტ-პეტერბურგიდან დაახლოებით ორსაათნახევრიანი დაგვიანებით აფრინდა. ფრენის დროს ბორტზე გააქტიურდა სპეციალური ტრანსპონდერული კოდი, რომელიც ავიაციაში საგანგებო ვითარების შესახებ სიგნალს ნიშნავს.
ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რამ გამოიწვია ეკიპაჟის მიერ საგანგებო კოდის გააქტიურება – ტექნიკური გაუმართაობა, მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ სხვა გარემოება.
არსებული მონაცემებით, აღნიშნული ტიპის თვითმფრინავი 103-მდე მგზავრს იტევს. დამატებითი ინფორმაცია ბორტზე არსებული ვითარების შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
