პირველი ინტერვიუ მამაკაცთან, რომელსაც მოქალაქეები საკუთარ მცირეწლოვან შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებენ.
ბავშვების მამა ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.
როგორც ირკვევა, მამაკაცმა სოციალური მომსახურების სააგენტოს თავად მიმართა და შვილების ბავშვთა ზრუნვის დაწესებულებაში გადაყვანა ითხოვა. მისი განმარტებით, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და ბავშვების გამოკვების შესაძლებლობა აღარ აქვს.
საქმე მეტრო „დელისთან“ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას უკავშირდება. სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერდნენ, რომ ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის თვითმხილველები გახდნენ.
“ეგენი ჩხუბობდნენ, ორივე ძმები, სულ ჩხუბობენ ეგენი და ამის გამო ვჩხუბობდი მაგათთან: “დაწყნარდით, დაჯექით” – არ ესმოდათ და იმიტომ. რატომ უნდა დავარტყა, 4 წლისაა პატარა და მეორე 5 წლის, როგორ უნდა დავარტყა? დედა მატყუებდა და სოციალურზე მაქვს დაწერილი ბაშვებზე, რომ გამეშვა, მაგრამ უარი ვერ ვუთხარი ახლა. ერთი კვირაა თბილისში ვართ, მომატყუა მეუღლემ. ვერ მოვუვლი ორ ბავშვს მარტო” – ამბობს კაცი “პირველებთან” საუბარში.
არსებული ინფორმაციით, ბავშვების მამა, სავარაუდოდ, დღეს პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარებენ.
