Sunday, August 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

განათლების სამინისტრო პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიებისთვის თითქმის მილიონ ლარს ხარჯავს

August 23, 2026
განათლების სამინისტრო პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიებისთვის თითქმის მილიონ ლარს ხარჯავს

განათლების სამინისტრო პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიებისთვის თითქმის მილიონ ლარს ხარჯავს. კორუფციის მკვლევრების ინფორმაციით, გივი მიქანაძის უწყება მომსახურების შესყიდვაზე კონტრაქტებს დაჩქარებული წესით, ტენდერის გარეშე აფორმებს.

სამინისტრო გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობას გადაუდებელი საჭიროებით ხსნის. საუბარია ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც პირველკურსელებს საზეიმო ვითარებაში უმასპინძლებენ და ახალგაზრდებს ხელისუფლების წარმომადგენლები მიმართავენ.

კორუფციის მკვლევრები კი ეჭვობენ, რომ პროცესი განზრახ გაჭიანურდა, რის შემდეგაც ხელოვნურად შეიქმნა „გადაუდებელი აუცილებლობა“ და უწყებას შესაძლებლობა მიეცა, მრავალათასიანი კონტრაქტები ღია ტენდერის გარეშე გაეფორმებინა.

მათი შეფასებით, კითხვებს აჩენს როგორც ღონისძიებისთვის გამოყოფილი თითქმის მილიონი ლარი, ისე ის გარემოება, თუ რატომ ვერ დაიგეგმა შესყიდვა წინასწარ და რატომ გახდა საჭირო კონტრაქტების დაჩქარებული წესით გაფორმება.

“პირველი პრობლემა არის ის, რომ წერილში ირკვევა, რომ განათლების სამინისტროსთვის სექტემბრის თვე დადგა მოულოდნელად ანუ არ იცოდნენ,რ ომ სექტემბერი მოვიდოდა და არ იცოდნენ, რომ ახალი სასწავლო წელი იწყებოდა იქიდან გამომდინარე, რომ პირველკურსელთა რაოდენობა ცნობილია, ასევე ცნობილია სასწავლო წლის დაწყების თარიღი და შესაბამისად, ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამ ღონისძიებისთვის ტენდერის ჩატარება, რომ ტენდერით ჩატარებულიყო ეს ღონისძიება და კონკურენცია გამოვლენილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს განათლების სამინისტრომ არ გააკეთა. განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ეს ჩაატაროს ფაქტობრივად, გადაუდებელი აუცილებლობით. 21 აგვისტოს გაახსენდათ, რომ ეს არის ჩასატარებელი, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი წელი ჰქონდა ამისთვის განათლების სამინისტროს. გადაუდებელი აუცილებლობით, გამარტივებული წესით ჩატარებული ტენდერები “ქართული ოცნების” ბუნებიდან გამომდინარე, არის კორუფციის მაღალი რისკი.

შარშან, როდესაც გაიმართა მასწავლებლის დღე და აღმოჩნდა, რომ კულტურის მინისტრთან დაახლოებულმა კომპანიას გაამარჯვებინეს. ასევე, ამ კომპანიას კონტრაქტი გაუფორმა მერიამ და კიდევ სხვა სამინისტროებმა. სადაც არის კონკრეტულად “ქართული ოცნების” ჩინოვნიკის მიერ გადაწყვეტილება მისაღები, ის ყოველთვის გადაწყვეტილებას იღებს ფულის და არა ქვეყნის სასარგებლოდ”, – ამბობს ბესიკ დონაძე.

იურისტი ბადრი ნიაური კი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში შესყიდვების სისტემა მკვდარია, რადგან ტანხები არც რაციონალურად იხარჯება და არც კონკურენცია არსებობს. იურისტის თქმით, გამარტივებული შესყიდვა, რომელსაც “ოცნება” ხშირად მიმართავს, კორუფციის ტოლფასია.

“შესყიდვების სისტემა საქართველოში მკვდარია. შესყიდვების სისტემას აქვს ორი ძირითადი პრინციპი: ეს არის რაციონალური ხარჯვა და კონკურენცია. გამარტივებული შესყიდვის დროს არ ხდება რაციონალური ხარჯვა და არ არის კონკურენცია. ბუნებრივია, აქ იქნება შერჩეული კომპანია ან ახლობელი, ან პარტიასთან დაახლოებული, ან მთავრობათან, ან ლოიალურად დამოკიდებული. გამარტივებული შეყისდვა არის კორუფციის ტოლფასი, ამაზე არაერთხელ თქმულა, წლებია უკვე ჩვენ მოვდივართ ამ ტენდენციით. ფაქტია, რომ ყოველი ღონისძიება სწორედ პოსტფაქტუმ ხდება ხელისუფლებისთვის ცნობილი და ყველა კალენდარული დღე თუ დღესასწაული,” – ამბობს იურისტი ბადრი ნიაური.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა – დაშავებულთა მდგომარეობა უცნობია
  • 11 წლის გოგოს სექსუალურ შევიწროებაში ეჭვმიტანილი 67 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
  • მამაკაცი, რომელსაც საკუთარ მცირეწლოვან შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებენ, ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge