ვოლოდიმირ ზელენსკი გასულ ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის სიღრმეში, ოკუპანტების სამიზნეებზე დარტყმებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
“უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი სანქციები [დარტყმები] აგრძელებს რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შეზღუდვას და ომს აგრესორ ქვეყანაში უფრო მეტად საგრძნობს ხდის. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენმა ქვედანაყოფებმა ფრონტის ხაზიდან 1000 კილომეტრის დაშორებით მდებარე ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ეს არის ექსპორტიდან მიღებული მილიონობით დოლარი, რომელიც რუსეთის სამხედრო მანქანას აფინანსებდა. ასევე, სამიზნე გახდა ლოგისტიკური ჰაბი სამარის რეგიონში.
ჩვენი საშუალებები გამოყენებულ იქნა შავი ზღვის აკვატორიაშიც. არსებობს წინა დარტყმების დადასტურებული შედეგებიც: „საკის“ აეროდრომზე განადგურებულია „SU-24M“ ტიპის თვითმფრინავი და აეროდრომის ტექნიკის ოთხი ერთეული, ხოლო ბრიანსკის რეგიონში განადგურებულია დრონების მართვის სიგნალის გამაძლიერებლები, რომლებითაც ოკუპანტები უპილოტო საფრენ აპარატებს მშვიდობიანი უკრაინული ქალაქებისა და სოფლებისკენ მიმართავდნენ.
მადლობას ვუხდი უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა მეომარს ხარისხიანი მუშაობისა და რუსეთისთვის სტრატეგიული ზურგის წართმევისთვის“ – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.
