Saturday, August 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გავაგრძელებ ბრძოლას რითაც შემეძლება. წავალ, იქ დავჯდები და მათ მშვიდი ძილის საშუალებას მაინც არ მივცემ” – რას ამბობს 6 წლის წინ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა

August 22, 2026
“გავაგრძელებ ბრძოლას რითაც შემეძლება. წავალ, იქ დავჯდები და მათ მშვიდი ძილის საშუალებას მაინც არ მივცემ” – რას ამბობს 6 წლის წინ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა

6 წლის წინ გარდაცვლილი გოგოს, თამარ ბაჩალიშვილის დედა ბრძოლას აგრძელებს – თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ ყოველ ორშაბთს მივა პროკურატურასთან და ასე გააგრძელებს იქამდე, სანამ მისი შვილის ბურუსით მოცულ სიკვდილზე გვარაკიძის უწყება ხელახალ გამოძიებას არ დაიწყებს.

თამაზაშვილის თქმით, გუშინ როდესაც პროკურატურაში შეხვედრაზე იმყოფებოდა, უწყებას განცხადება უკვე მზად ჰქონდა, რომელიც შეხვედრის დასრულებისთანავე გამოაქვეყნეს.

“გავაგრძელებ ბრძოლას რითაც შემეძლება. წავალ, იქ დავჯდები და მათ მშვიდი ძილის საშუალებას მაინც არ მივცემ. დამელოდონ ყოველ ორშაბათს იქ. ამით შევუქმნი დისკოფორტს, დავჯდები, მოვითხოვ კომპიუტერს და გამოძიების ხელახლა დაწყებას.

დაგვიბარეს გუშინ, უკვე გამზადებული ჰქონდათ ის წერილი, რაც გამოაქვეყნეს. ჯერ შენობაც არ გვქონდა დატოვებული, რომ ეგრევე თითი დააჭირეს და გამოაქვეყნეს. არ მივსულიყავით და იტყოდნენ, აი ჩვენ კი დავიბარეთ გასაუბრებაზე და არ მოვიდნენ. ვეუბნები, რატომ არ მბრუნებთ თამარის კომპიუტერს, რომელიც აჩუქეს-თქო და მეუბნებიან, არავის უჩუქებიაო. კარგი-თქო, იქ არ მქონდა ტელეფონი, გავალ და დავდებ იმ ვიდეოს, სადაც ამბობს, რომ აჩუქეს-თქო”, – ამბობს ტეონა თამაზაშვილი.

“პირველებმა” თამარ ბაჩალიშვილის დედას ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მშობლებთან პროკურატურას კითხვები მათ მიერ დასახელებულ ყოფილ მაღალჩინოსნებზე.

ცნობისთვის მშობლები საქმის ჩაფარცხვაზე საუბრობენ და ხელს გრიგოლ ლილუაშვილს, ვახტანგ გომელაურს და ირაკლი ღარიბაშვილს ადებენ.

“ჩვენს მიერ დასახელებულ (მაღალჩინოსნეთან) დაკავშირებით არანაირი კითხვები არ დაუსვამთ, არაფერი უკითხავთ პროკურატურაში. თავიანთივე უწყებებში არიან ბოროტმოქმედები და რა უნდა ეთქვა”, – ამბობს თეონა თამაზაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ განცხადება გაავრცელა:

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დაასრულა. გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიმდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აქვე ხაზგასგასმით ვაცხადებთ, რომ საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბოლო 7 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 164 მილიონი ლარის ჯარიმა დაიწერა
  • “გავაგრძელებ ბრძოლას რითაც შემეძლება. წავალ, იქ დავჯდები და მათ მშვიდი ძილის საშუალებას მაინც არ მივცემ” – რას ამბობს 6 წლის წინ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა
  • შსს განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge