მარნეულში, ალგეთის ტერიტორიაზე კაცმა 3 ნათესავი დაჭრა. Aktual.ge-ის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანას ცდილობდნენ.
დაშავებულები მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. სამივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი ბინაზე უკვე გაწერეს.
კაცი, რომელმაც ნათესავებს დაზიანებები მიაყენა, დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე, მუხლით დაიწყო, რაც სხეულის მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.
