Friday, August 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

August 21, 2026
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას, პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას და წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციულ ქმედებას.

მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძე სასჯელის მოხდის მიზნით განთავსებულია N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც, ისევე როგორც ყველა სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში, სრულად არის დაცული თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები და ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მათ შეუფერხებლად ისარგებლონ კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებით, მათ შორის, ჯანდაცვისა და სანიტარულ-ჰიგიენური სერვისებით.

სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის პერსონალი. სამსახურსშესაბამისი ხელშეკრულება გაფორმებული აქვს კომპანიასთან, რომელიც წელიწადში მინიმუმ ორჯერ უზრუნველყოფს სავალდებულო სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში კი, სამუშაოებს ატარებს დამატებით, არაგეგმურად.

ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში 24-საათიან რეჟიმშია ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო სერვისი მიეწოდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ხოლო, თუ მკურნალობა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შეუძლებელია, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის მრავალპროფილურ ან მონოპროფილურ კლინიკაში.

შესაბამისად, მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძე ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ რამდენიმე თვეა, ელოდება სამედიცინო მომსახურებას. აღნიშნული სერვისით ის ყოველთვის უზრუნველყოფილია.

მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცილისმწამებლურ ინფორმაციას, როდესაც დაწესებულების ადმინისტრაციას ადანაშაულებს არასათანადო მოპყრობაში.

ზვიად ცეცხლაძე, ასევე, ცდილობს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას, როდესაც საუბრობს სასჯელის მოხდის პირობებზე ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში. მსჯავრდებულს განსაზღვრული აქვს საშიშროების მომეტებული რისკი და განთავსებულია დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში. შესაბამისად, ის ვერ ისარგებლებს ნახევრად ღია დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულების უფლებებით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს საინფორმაციო საშუალებებს დაწესებულებაში არსებულ პირობებთან დაკავშირებით გააზიარონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია და ვითარების აღწერისას გამოიყენონ შესაბამისი სამართლებრივი დეფინიციის მქონე ტერმინები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გორში ქართლის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია
  • თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ პროკურატურაში შეხვედრაზე დაიბარეს
  • ზემო ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტს რუსეთის ეკონომიკისათვის გადამწყვეტი ადგილი უკავია – TCRC-ის ანალიზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge