13:53 / 21-08-2026
2 წელი უმძიმესი ავარიიდან, რომლის შედეგადაც ექსკურსიიდან მომავალი მოზარდი დების სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა: რას წერს დღეს მათი დედა? – “კიდევ ვიტყვი, გავიმარჯვე”
თითქმის ორი წელი შესრულდა იმ უმძიმესი ტრაგედიიდან, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა. ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად, ორი მოზარდი დის – ნიაკოსა და თათულის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. დღეს კი, ხანგრძლივი და უმძიმესი რეაბილიტაციის შემდეგ, გოგონების დედა, სოფიო ხარშილაძე, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას დიდი გამარჯვების შესახებ უყვება
“თითქმის ორი წელი სრულდება, რაც ავარია მოხდა. რა ვიცი შეიძლება დედის ინსტინქტია, დედა გრძნობს, მაგრამ არასდროს მქონია იმის განცდა რომელიმეს დავკარგავდი. რეანიმაციიდან ყველა ზარს შიშით ვუპასუხებდი, ხან ვთიშავდი, რომ არ გამეგონა სიტყვები, რომ რომელიღაც დაიღუპა და ამის გასაგებად მირეკავდნენ. განაგრძეთ კითხვა…
