Friday, August 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქართული ოცნების“ დეპუტატები ამტკიცებენ, რომ ზახაროვას შეფასებები მათთვის საინტერესო არ არის

August 21, 2026
ქართული ოცნების“ დეპუტატები ამტკიცებენ, რომ ზახაროვას შეფასებები მათთვის საინტერესო არ არის

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ამტკიცებენ, რომ ზახაროვას შეფასებები მათთვის საინტერესო არ არის, თუმცა აცხადებენ, რომ საქართველოში ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების, უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.

„ოცნების“ დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ ზახაროვას განცხადებებს არ ეცნობა და მას რუსეთის საგარეო უწყების „კლერკს“ უწოდებს. ამასთან, დეპუტატი აცხადებს, რომ სახელმწიფო რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას ისევე დაიცავს, როგორც სხვა უცხოელებისას.

“ვინ არის ეგ? არ ვიცი. მე ვკითხულობ სერიოზული, პირველი ნომერი ადამიანების, პოლიტიკაში ვინც არიან, იმათ განცხადებებს და თუ ვინმე კლერკია. ის არის კლერკი ერთ-ერთ სამინისტროში. რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებასაც ვიცავთ, საუდის არაბეთის ტურისტების უსაფრტხოებასთან დავიცავთ, ბანგლადეშის ტურისტების უსაფრთხოებასაც დავიცავთ და თქვენი, როგორც ჟურნალისტების უსაფრთხოებასაც დავიცავთ” – ამბობს შარმანაშვილი.

შარმანაშილის მსგავსად, ზარქუაც ამტკიცებს, რომ ზახაროვას განცხადება მნიშვნელოვნად არ მიაჩნია. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში ნებისმიერი ეროვნების ტურისტმა თავი უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნოს, რადგან ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკისთვის შემოსავლის წყაროა.

“არც ვიცი, არც მომისმენია, ჩვენთვის არ არის ეს საინტერესო, ვინ რას იტყვის იქ. კიდევ ერთხელ, არა მხოლოდ მოსკოვში, სხვაგანაც გვაქებენ. როდესაც შენ, ამერიკაშ, მაგალითად, სახელმწიფო ინტერესებში შედის, რომ ტურისტმა, მიუხედავად მისი ეროვნებისა, კარგად იგრძნოს თავი. რატომ? იმიტომ, რომ ის არის შემოსავლების მომტანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი ბიუჯეტისთვის” – ამბობს ზარქუა.

„ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, გიორგი გაბუნია უარყოფს, რომ ხელისუფლება ვინმეს დავალებას ასრულებს. მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია თანაბრად დაიცვას როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებები და მათ წინააღმდეგ უკანონო ქმედებებს შესაბამისი პასუხი გასცეს.

“ჩვენ არავის დავალებას არ ვასრულებთ, ეს ერთი. ნებისმიერი ადმაიანის უფლებები, ეს იქნება საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე თუ უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლებები ჩვენს ქვეყანაში არის და უნდა იყოს დაცული უმღალეს დონეზე. შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი, ვის მიმართაც განხორციელდება უკანონო ქმედება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამას გასცემს ადეკვატურ და შესაბამის პასუხს, ამიტომ ამ მიმართულებით სახელმწიფო და ხელისუფლება იქნება პრინციპული და ჩვენ განუხრელად დავიცავთ ყველა ადამიანის უფლებებს” – ამბობს გიორგი გაბუნია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, ბრიფინგზე საქართველოს შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველოში ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები — პასუხისგებაში მიეცნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბიზნესის 62% Al- ს იყენებს: რა აჩვენა სავაჭრო პალატის კვლევამ
  • “„ალიანსი“ ლუზერების, ხელმოცარულების გაერთიანება იყო, პატივს საკუთარ ოჯახში არ სცემენ და ვის ატყუებენ, თავიდანვე იყო განწირული…” – რას აცხადებს ირაკლი ზარქუა
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge