Friday, August 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“დაახლოებით ორი თვე გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება…” – რას ამბობს კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე

August 21, 2026
“ღარიბაშვილს ვურჩევდი, ყველაფერი მოყვეს” – რას ამბობს ხატია დეკანოიძე

ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება ისე, რომ ქალაქმა საერთოდ ვერ იგრძნოს დისკომფორტი, შეუძლებელია. ამიტომ ჩვენი თხოვნაა – ორი თვე ყველამ ერთად მოვითმინოთ იმისთვის, რომ მივიღოთ შედეგი, რითაც ბევრი წლის განმავლობაში ყველანი ვიამაყებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მერმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, ვინაიდან სამუშაოები საკმაოდ მასშტაბურია, სექტემბრიდან, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება, თუმცა ეს დროებითი დისკომფორტია იმისთვის, რომ მომავალში დედაქალაქს სრულად განახლებული რუსთაველის გამზირი ჰქონდეს.

„სამუშაოები, რომელსაც დღეს აქ ვახორციელებთ, არის მასშტაბური და ფუნდამენტური. ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარს ვცვლით, სრულად ვაახლებთ ათწლეულების მანძილზე ხელუხლებელ ამორტიზებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს და ინფრასტრუქტურას. კარგად მესმის, რომ ამ ყველაფერს თან ახლავს სერიოზული დისკომფორტი, პირველ რიგში, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის – გადაადგილების პრობლემა, ხმაური, მტვერი, კომუნიკაციების დროებითი შეზღუდვა. ამის გამო, თითოეულ მათგანს, მინდა, ბოდიში მოვუხადო და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის.

ყველაზე რთული პერიოდი წინ გვაქვს. სექტემბრიდან ქალაქში მოქალაქეების დიდი ნაწილი დაბრუნდება, დაიწყება სასწავლო პროცესი და საავტომობილო მოძრაობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. პირდაპირ გეტყვით, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება. ამიტომ, მინდა, თითოეულ თბილისელს წინასწარ ვთხოვო მოთმინება და მიმდინარე პროცესის სწორად გაცნობიერება. ეს არ არის დისკომფორტი, რომელიც იმიტომ იქმნება, რომ ქალაქში არაფერი კეთდება. პირიქით, ეს არის დროებითი დისკომფორტი იმისთვის, რომ შემდეგ ათწლეულების განმავლობაში გვქონდეს სრულად განახლებული რუსთაველის გამზირი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მერია მაქსიმალურად მუშაობს ალტერნატიული გადაადგილების სქემების დახვეწაზე, რათა დატვირთვა შეძლებისდაგვარად შეამციროს. ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, ყველა ცვლილებისა და გადაწყვეტილების შესახებ მოქალაქეები წინასწარ იქნებიან ინფორმირებული.

„მინდა, გულწრფელად ვთქვა – ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება ისე, რომ ქალაქმა საერთოდ ვერ იგრძნოს დისკომფორტი, შეუძლებელია. ამიტომ ჩვენი თხოვნაა – ორი თვე ყველამ ერთად მოვითმინოთ იმისთვის, რომ მივიღოთ შედეგი, რითაც ბევრი წლის განმავლობაში ყველანი ვიამაყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქალაქის განვითარება ყოველთვის მოითხოვს ხისტ გადაწყვეტილებებს, შრომას და მოთმინებას.

„დღეს გვიწევს დროებითი დისკომფორტის ატანა, მაგრამ რამდენიმე თვეში გვექნება სრულად განახლებული რუსთაველის გამზირი, რომელიც თბილისს დაამშვენებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ – გამოვიჩინოთ მოთმინება, ცოტა მეტი გულისხმიერება და საავტომობილო გზებზე ერთმანეთის პატივისცემა. ეს ორი თვე გაივლის, განახლებული რუსთაველი კი თბილისს დარჩება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩვენი საჭიროების დაახლოებით 20% მოგვყავს და ამის გაყიდვასაც ვერ ვახერხებთ” – რა განმარტებებს აკეთებს ნიკოლოზ ბენიაიძე
  • აქციაზე დაკავებულ ზვიად ცეცხლაძეს მამა მოინახულებს
  • “გარკვეულმა ჯგუფმა ღარიბაშვილი შეცდომაში შეიყვანა. გამოძიება დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე…” – რას ამბობს ირაკლი ზარქუა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge