მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების მოვლა-შენახვით გათვალისწინებული სამუშაოები.
ამ დროისათვის, კახეთის რეგიონში, მოვლა-შენახვის ფარგლებში, მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის ორმოული შეკეთება, კიუვეტების გაწმენდა, ხელოვნური ბორცვების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. ასევე, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება მაგისტრალური გზების დაგვა-დასუფთავება და გზისპირა ზოლებში ბალახის გათიბვა.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ტურისტულ მიმართულებას – თუშეთის გზას. გზაზე მუდმივად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება განვლადობისა და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად.
ამ ეტაპზე, თუშეთის მიმართულებით გზა მაქსიმალურად მოწესრიგებული და სრულად გავლადია.
