Friday, August 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ამოღებულია მილიონ ნახევარ ლარის ღირებულების 4 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“ – დაკავებულია ერთი პირი

August 21, 2026
ამოღებულია მილიონ ნახევარ ლარის ღირებულების 4 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“ – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის – 4 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“-ს გავრცელების მცდელობა აღკვეთეს. ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვის მცდელობის, უკანონოდ გადაზიდვის მცდელობისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი, უცხო ქვეყნიდან მისთვის შენიღბულად გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციას გეგმავდა, დაკავებულს აღნიშნული ნარკოტიკი თბილისში მდებარე ერთ-ერთ ავტოსადგომზე უნდა მიეღო.

სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულისთვის გამოგზავნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი – 4 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო ადრესატისთვის ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს.

ბრალდებული ამანათს, მის მიერ წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, თბილისში, ავტოსადგომზე დახვდა, რის შემდეგაც დედაქალაქის დატოვებას შეეცადა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ მამაკაცი თბილისის გასასვლელში, მისივე მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერა. სამართალდამცველებმა ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ამანათი, ასევე, ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე, 19-260-ე პრიმა და 19-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”.- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რა ბინძური, სალანძღავი სიტყვები არ ისროლეს ოპოზიციონერებმა ჩემი მისამართით ამ დღეებში…”- რას წერს მიხეილ სააკაშვილი
  • “40 მილიონი რომ მქონდეს, სააკაშვილის პარტიაში 40 კაცი აღარ იქნება…” – ნიკა გვარამიას განცხადება
  • დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ეხმაურება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge