Thursday, August 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გიორგი ჩიკვაიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

August 20, 2026
გიორგი ჩიკვაიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

დაკავებული ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს და მიხეილ სააკაშვილს პასუხობს, რომელმაც დაწერა, რომ “ჩიკვაიძე ჯერ დაიჭირეს და შემდეგ ციხეში მოწამლეს და მას შემდეგ ხმას აღარ იღებს”.

მისი თქმით, შეიძლება, არც ღირდა გამოხმაურება ამ სიტყვაზე, მაგრამ ეს “წითელი ხაზია” – “რადგან 24/7 იმაზე ვფიქრობ და შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებ, თუ როგორ შეიძლება ეს ტერორისტული რეჟიმი დამარცხდეს”.

დაკავებული ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ როცა სტატუსებს არ წერს, მუშაობს იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს “ნიურნბერგის” მსგავსი პროცესი დღეს მოქმედი მოსამართლეებისა და პროკურორების წინააღმდეგ საკანონმდებლო დონეზე.

გიორგი ჩიკვაიძის თქმით, “ეს არის ბოლო საპასუხო წერილი უაზრო ბრალდებაზე, რომ, თითქოს ჩიკვაიძე ხმას არ იღებს”.

მიშა, გავიგე, რომ ბოლო დღეებში გამოქვეყნებულ სტატუსში აღგინიშნავს, რომ გიორგი ჩიკვაიძეს, მას შემდეგ, რაც საქმე შეუკერეს, დაიჭირეს, მოწამლეს, დააინვალიდეს და კიდევ ბევრს არ ვწერ, ციხეში გააჩუმესო. მინდა გკითხო – რომელი ვგავართ გაჩუმებულს – მე, თუ ჩემი ოჯახის წევრები, რომლებიც, განსხვავებით ბევრისგან, პროტესტის გამო, ფაქტიურად, ქუჩაში ცხოვრობენ?! შეიძლება, არც ღირდა გამოხმაურება ამ სიტყვაზე, მაგრამ ეს წითელი ხაზია, რადგან 24/7 იმაზე ვფიქრობ, და, შესაძლებლობების ფარგლებში, ვაკეთებ, თუ როგორ შეიძლება ეს ტერორისტული რეჟიმი დამარცხდეს. რაც ამ წინააღმდეგობისთვის გავაკეთე და ციხიდან დღემდე ვაკეთებ ჩემი წარმომადგენლების დახმარებით, შეიძლება, საჯაროდ არ ჩანდეს, ან არ იყოს ცნობილი. მერწმუნე, შეიძლება იმდენი მაქვს გაკეთებული საერთაშორისო ასპარეზზე, რაც შენს პარტიას ერთად აღებულს არ ჰქონდეს გაკეთებული. და ის, რომ ეს ბანდა დღემდე კეთროვნად რჩება საერთაშორისოდ, ამაში დიდი წვლილი მაქვს. მაგრამ, სიმართლე გითხრა, ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია შენს მიერ ინიცირებული ბრძოლის ველის გადმოტანა საპროტესტო ელექტორატის მხარეს. თუ ჩემს გაჩერებაში და ხმის არ ამოღებაში იმას გულისხმობ, რომ ყოველდღე არ ვწერ სტატუსებს, ესეც შენს მიერ ინიცირებული ზემოთ ხსენებული პროცესის შედეგია, რათა არ ჩავერთო ყოვლად უსაგნო, არაფრის მომტან ფეისბუქ გარჩევებში.

ჩემთვის, რუსული რეჟიმის ყველა მოწინააღმდეგე პოლიტიკოსი, პარტია თუ აქტივისტი – ყველა საპატივსაცემო და მოკავშირეა, გარდა ერთი-ორისა. ამ დროს, როცა სტატუსებს არ ვწერ, გეტყვი, რასაც ვაკეთებ – ვმუშაობ, თუ როგორ უნდა მოხდეს “ნიურნბერგის” მსგავსი პროცესი დღეს მოქმედი მოსამართლეებისა და პროკურორების წინააღმდეგ საკანონმდებლო დონეზე, რაც თავის თავში, ასევე, მოიცავს სინდისის პატიმრებისათვის და საქართველოს მომავლისთვის ბრძოლაში დაზარალებული თუ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანებისათვის ფინანსურ კომპენსაციას. ერთ მაგალითს მოვიყვან: სინდისის პატიმრობაში გატარებული თითოეული უკანონო თვე ანაზღაურდება 10 000 აშშ დოლარით. საბოლოო ჯამში, ეს საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს, თუმცა, იგივე პროექტის მიხედვით, ისიც ვიცი, ეს თანხები საიდან უნდა მოვიდეს. ამაზე, უფრო დეტალურად, მერე. თუმცა, ამაზე ნამდვილად აქვთ სანერვიულო “გოჭიანი” საქმეების აღმასრულებლებს. ასევე, ანალოგიური პროექტი გათვალისწინებული იქნება სხვა პატიმრების საქმეებზეც – სავსეა ციხეები ადამიანებით, ვისაც საქმეები შეუკერეს ან არაპროპორციული სასჯელი აქვთ. ადრეც მითქვამს და ახლაც ვამბობ – მაქვს მკვეთრად პოლიტიკური გეგმები და ზემოთ ნახსენები საკითხები ჩემი პრიორიტეტი იქნება.

ეს არის ბოლო საპასუხო წერილი უაზრო ბრალდებაზე, რომ, თითქოს ჩიკვაიძე ხმას არ იღებს.

ბრძოლა იქნება ბოლომდე და ძალიან მალე ისე გავიმარჯვებთ, როგორც მზე მაღლაა,” – წერს გიორგი ჩიკვაიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “”ვინც ბოდიშსა და ომს შორის დილემამდე დაყავს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ის ან აფხაზეთზე ამბობს უარს და რუსეთის დავალებას ასრულებს, ან საკუთარი პოლიტიკური ეგოს მისწრაფებებს ემსახურება” – რას წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში
  • გივი მიქანაძე განმარტავს, სად იქნება შესაძლებელი სასკოლო ფორმის შეძენა
  • დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge