PHR-ის ცნობით, სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტების მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა და ჯანდაცვის სამინისტროს სისტემური ცვლილებებისკენ მოუწოდა.
ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) იცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ა.დ-სა და მ.უ-ს უფლებებს. ორივე საქმე ეხება გადაუდებელ და სხვა სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მათი ინდივიდუალური, მათ შორის კომუნიკაციისა და ქცევითი საჭიროებების გაუთვალისწინებლობასა და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციას.
PHR-ი წერს, რომ 2026 წლის 13 აგვისტოს სახალხო დამცველმა ორი საქმის ერთობლივი შესწავლის საფუძველზე დაადგინა კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და გამოავლინა სისტემური პრობლემები, რომლებიც შშმ პირებს ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე თანასწორ და უსაფრთხო წვდომაში უშლის ხელს. განაგრძეთ კითხვა…
