რეჟისორი ბესო სოლომონაშვილი ამბობს, რომ უტა ბერიას ფილმზე “ცრემლსადენი გაზი”, “ავტორიტარული რეჟიმის ცენზურაა”.
როგორც ხელოვანი “TV პირველებთან” საუბარში აცხადებს, “ქართული ოცნება” ყველაფერის დაბლოკვას ცდილობს.
სოლომონაშვილის თქმით, ამით ხელისუფლებას სურს, რომ გააჩუმონ რეჟისორები, მწერლები და ზოგადად ხელოვანები.
ღირსეული ხელოვნება არის სიმართლე, დიქტატორულ რეჟიმს კი სიმართლე არ სჭირდება – ამბობს რეჟისორი.
ის რასაც შეეხება ფილმის შინაარსი – “ცრემლსადენი გაზი”, უკვე სათაურიდან ჩანს, რომ შეიძლება ამაზე დიქტატორულ რეჟიმს ამაზე პროტესტი გამოეთქვა. ეს არის პირდაპირი ცენზურა. როდესაც ასეთი ფილმი თან გადის ისეთ უშველებელ ფესტივალზე, როგორც ლოკარნოს ფესტივალია.
უტა ბერია ღირსეული რეჟისორია და მას ჰქონდა საკმაოდ მკვეთრი ნაბიჯები კინოცენტრის დაპირისპირების დროს და ბოიკოტის პერიოდში. მე დღემდე ბოიკოტში ვარ.
ეს არის ჩვეულებრივი ავტორიტარული რეჟიმის ცენზურა ფილმზე, რაც მას არ აწყობს. რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ უკვე დროა , გააჩუმონ რეჟისორები, მწერლები, გააჩუმონ და გააჩუმონ. ღირსეული ხელოვნება არის სიმართლე, დიქტატორულ რეჟიმს კი სიმართლე არ სჭირდება, იმიტომ, რომ საბოლოოდ ჩვენ შეგვათრიონ იმ პოლიტიკურ სივრცეში, რაც საქართველოსთვის არის დამაზიანებელი და ეს პირდაპირ ეხება მაგ თემას”. – ამბობს ბესო სოლომონაშვილი.
რეჟისორი უტა ბერიას თქმით, კინოცენტრმა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმ „ცრემლსადენი გაზის“ ჩვენების ჩაშლა სცადა.
როგორც რეჟისორი სოციალურ ქსელში წერს, 2022 წელს მოპოვებული დაფინანსების ნახევარი ეროვნულმა კინოცენტრმა ფილმის წარმოების პროცესში არ გასცა და მიზეზი დღემდე არ უთქვამთ.
“კინოცენტრისგან მივიღეთ გაფრთხილების წერილი, რომ ფილმის საჯაროდ ჩვენების შემთხვევაში ფულადი ჯარიმა დაგვეკისრება” – წერს უტა ბერია.
