მსოფლიო ბირჟებზე ოქრო და ვერცხლი ძვირდება. ერთდღიან ჭრილში ფასებმა მოიმატა საქართველოშიც.
Gold Price-ს მონაცემებით, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 496 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.19%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ვერცხლს, თბილისის დროით 12:30 საათისთვის ერთი უნციის ღირებულება 66.84 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 1.71%-ით ზრდას აჩვენებს.
რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 350 ლარია (19 აგვისტოს 322.8 ლარი იყო), 750 სინჯის – 262.8 ლარია (გუშინ – 242.1 ლარი), ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 205 ლარი ღირს (19 აგვისტოს 188.8 ლარი ღირდა).
რაც შეეხება ვერცხლს, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლი 4.58 ლარი ღირს (19 აგვისტოს 4.07 ლარი იყო), ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 4.01 ლარი ღირს (19 აგვისტოს 3.56 ლარი იყო).
