ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ანა აბულაძემ ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელს, მარგერს კრამსს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აქტიური თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა.
ამავე დღეს, შედგა შეხვედრა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. ასევე, გაიცვალა მოსაზრებები აქტუალურ საერთაშორისო პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის, საუბარი შეეხო ბალტიისა და კავკასიის რეგიონებში არსებულ მდგომარეობას.
