ქუთაისში საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი ერთმანეთს შეეჯახა – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ინფო იმერეთი ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ე.წ. სამტრედიის ხიდთან მოხდა. მათივე ცნობით, დაუდასტურებელი ინფორმაციით, მსუბუქად დაშავებულია რამდენიმე პირი. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
