Wednesday, August 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის აქტივისტის, გიორგი ახობაძის განცხადებას ეხმაურება

August 19, 2026
ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის აქტივისტის, გიორგი ახობაძის განცხადებას ეხმაურება

რა ჰქვია ამას, თუ არა ღია, დაუფარავი და პირდაპირი სახელმწიფო ღალატი?! ეს აღარ არის არც პოლიტიკური დაპირისპირება, არც რადიკალიზმი და არც გამოხატვის თავისუფლება. ეს არის საკუთარი სამშობლოს, ეკონომიკის და, რაც მთავარია, რიგითი მოქალაქეების სიცოცხლის პირდაპირი მტრობა, – წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის აქტივისტის, გიორგი ახობაძის განცხადების შესახებ, რომელმაც აღნიშნა: „ქართული ნავთობტერმინალები სამხედრო სამიზნეებია უკრაინისთვის. ჩვენს ნავთობტერმინალებზე უკრაინული ჩიტები რომ მოფრინდებიან, შევძახოთ ღიმილით და ჩქარი ტაშით – „იბაწ“.

გეგეჭკორის თქმით, „მათთვის ქვეყანა მხოლოდ მაშინ არის ფასეული, თუ თავად სხედან ხელისუფლებაში; წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად არიან, საკუთარი ხელით გაანადგურონ ყველაფერი და მტერსაც კი დაუდგნენ გულშემატკივრად, ოღონდ საკუთარი სახელმწიფო დააზიანონ.“

„რა ჰქვია ამას, თუ არა ღია, დაუფარავი და პირდაპირი სახელმწიფო ღალატი?! უბრალოდ, წაიკითხეთ და გაიაზრეთ, რას ითხოვს და რას ნატრობს ეს ე.წ. “ოპოზიციის აქტივისტი” გიორგი ახობაძე. ადამიანი სრული სერიოზულობით მოუწოდებს საზოგადოებას, რომ როდესაც უცხო ქვეყნის დრონები თუ რაკეტები საქართველოს სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას, კერძოდ კი ჩვენს ნავთობტერმინალებს დაარტყამენ და გაანადგურებენ, ამას ღიმილითა და ტაშით უნდა შევხვდეთ! ეს აღარ არის არც პოლიტიკური დაპირისპირება, არც რადიკალიზმი და არც გამოხატვის თავისუფლება. ეს არის საკუთარი სამშობლოს, ეკონომიკის და, რაც მთავარია, რიგითი მოქალაქეების სიცოცხლის პირდაპირი მტრობა. ნავთობტერმინალზე დარტყმა ნიშნავს უმძიმეს ეკოლოგიურ კატასტროფას, განადგურებულ სახელმწიფო ქონებას, ეკონომიკურ კოლაფსს და ადამიანების მსხვერპლს. და ამ ფონზე ეს უსამშობლო არსებები თურმე ტაშის დაკვრასა და საზეიმო შეძახილებს აპირებენ. აი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის რეალური, შეულამაზებელი სახე. ეს არის კლასიკური მეხუთე კოლონა, რომლისთვისაც საქართველოს ომის ცეცხლში გახვევა და ნანგრევებად ქცევა არა ტრაგედია, არამედ სანატრელი მიზანია. მათთვის ქვეყანა მხოლოდ მაშინ არის ფასეული, თუ თავად სხედან ხელისუფლებაში; წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად არიან, საკუთარი ხელით გაანადგურონ ყველაფერი და მტერსაც კი დაუდგნენ გულშემატკივრად, ოღონდ საკუთარი სახელმწიფო დააზიანონ,“ – წერს ლიზა გეგეჭკორი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქართული საზამთროს და ნესვის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
  • რუსთავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თამარ მეფის მამის, გიორგი III -ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge