მსოფლიო ბირჟებზე ოქრო და ვერცხლი მცირედით გაიაფდა.
Gold Price-ს მონაცემებით, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 357 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.17%-ით შემცირდა.
რაც შეეხება ვერცხლს, თბილისის დროით 12:30 საათისთვის ერთი უნციის ღირებულება 63.19 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 1.23%-ით კლებას აჩვენებს.
რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 322.8 ლარია, 750 სინჯის – 242.1 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 188.8 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლი 4.07 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 3.56 ლარი ღირს.
