Wednesday, August 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოში უმუშევრობის დონე 13.8%-მდე შემცირდა

August 19, 2026
რიგ შემთხვევებში უცხოელს შესაძლოა, უფლება მიეცეს პროფესიული საქმიანობა ბინადრობისა და შრომითი საქმიანობის ნებართვების გარეშე განახორციელოს

2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8 პროცენტი შეადგინა – ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში. (გასული წლის მე-2 კვარტალში ეს მაჩვენებელი 14..3 პროცენტს შეადგენდა).

მათივე ცნობით, 2026 წლის II კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 53.3 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 46.0 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.7 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.4 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 46.7 პროცენტს და 45.0 პროცენტს შეადგენს.

„2026 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში უცვლელი დარჩა და 69.0 პროცენტი შეადგინა“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

2026 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.3 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, საქსტატის ცნობით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2026 წლის IIკვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.2 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 11.3 პროცენტს და 15.7 პროცენტს შეადგენს.

„სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2026 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 42.2 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.3 პროცენტს შეადგენს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით.

2026 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში შემცირებულია 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით“, – წერია ანგარიშში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოს ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიმართა
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზა გახსნა
  • საქართველოდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 4 000%-ით გაიზარდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge