თავისუფლების მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას მიწის ქვეშ, სავარაუდოდ, X საუკუნის კერამიკული ჭურჭელი და ძველი „გარეთუბნის“ კოლექტორების სისტემა აღმოაჩინეს.
ინფორმაციას „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ავრცელებს. მოძრაობა დედაქალაქის მერიას, ასევე კულტურის სამინისტროს და სააგენტოს მოუწოდებს, დაიწყონ აღნიშნული ტერიტორიის მოკვლევა.
თავისუფლები მეტროსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის მონაკვეთში აღმოჩენილია აგურის წყობა, სავარაუდოდ, მე-19 საუკუნის ძველი გარეთუბნის კოლექტორთა სისტემა, ასევე აღმოჩენილია ურამვი კერამიკის ჭურჭელი, რომელიც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მეათე, მეთერთმეტე საუკუნეს განეკუთვნება. მართალია, სამუშაოები შეჩერებულია, თუმცა დღემდე უცნობია, როდის დაიწყება გამოვლენილი არქეოლოგიური ფენების შესწავლა და საერთოდ, რა ბედი ელის მათ. ასევე უცნობია იმ სპეციალისტის ან სპეციალისტთა ჯგუფის ვინაობა, თუ ასეთი არსებობს, ვინც არქეოლოგიურ ზედამხედველობას უნდა უწევდეს სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
ჩვენ მივმართავთ კულტურის სამინისტროს, საქართველოს კულტურუსლი მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, თბილისის მერიას, დაიწყონ კონსულტაციები კანონით განსაზღვრულ ვადაში გამოვლენილი არექოლოგიური ფენებისა თუ არტეფაქტების შესასწავლად და აგრეთვე, პროექტის მიმდინარეობისას ეფექტური არექეოლოგიური საზედამხედველო პროცესის კოორდინაციისთვის, – ამბობს მოძრაობაში.
დარგის ექსპერტები კი ამბობენ, რომ თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას არქეოლოგიური ზედამხედველობა თავიდანვე უნდა განხორციელებულიყო. მათი შეფასებით, ისტორიული არეალის მკაცრი დაცვის სტატუსიდან გამომდინარე, ეს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელიც დაირღვა.
ირღვევა კანონი კულტურულის მემკვიდრეობის შესახებ, იმიტომ, რომ ეს არის თბილისის ისტორიული ნაწილი და ეს არის ძეგლის ოფიციალური სახელწოდება, ვგულისხმობ არეალს, სადაც რეაბილიტაცია ტარდება რუსთაელის გამზირზე და თავისუფლების მოედანს და ეს არის პირველი ზონა და მკაცრი დაცვის ზონა, რაც ნიშნავს იმას, რომ საპროექტო ჯგუფშიც უნდა ყოფილიყო სახელოვნებთმცოდნეო კვლევა, სადაც კონკრეტული არეალები იქნებოდა მითითებული სავარაუდო არექოლოგიური ფენების გამოვლენის თვალსაზრისით და თვითონ უკვე დაწყებული პროცესის პირობებში, პირველივე დღიდან, უნდა ყოფილიყო არქეოლოგიური ზედამხედველობა. ამას განსაზღვრავს კანონი, ეს არის წესი, რომელიც უკვე დარღვეულია, – ამბობს ექსპერტი.
