ირმა ინაშვილი ამბობს, რომ მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძის გარეშე ყოფილ პრმიერს ციხეში წერილს ვერ გაუგზავნიდა.
ირაკლი ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ინაშვილის თქმით, ის თავიდანვე ფიქრობდა, რომ წერილი ბიძინა ივანიშვილის გაგზავნილს არ ჰგავდა.
ეს წერილი სწორედ ჰგავდა კობახიძის ჯგუფის გაგზავნილ წერილს ღარიბაშვილისადმი – ამბობს ინაშვილი.
მე არ გამიკვირდა იქ ჩემი სახელის ხსენება, რადგან მივხდი, ვისი გაგზავნილი იქნებდოა ეს წერილი. ეს წერილი ბიძინა ივანიშვილის გაგზავნილს ნამდვილად არ ჰგავდა. ეს წერილი სწორედ ჰგავდა კობახიძის ჯგუფის გაგზავნილ წერილს ღარიბაშვილისადმი და ეს დადასტურდა. მდინარაძე კობახიძის გარეშე ამას ვერ გააკეთებდა და ივანიშვილმა გაიგო ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა ეს. გარეთ მოკლეს პოლიტიკა და ახლა, ციხიდან როგორ უნდა განხორიცელდეს ეს პოლიტიკა- ჩემთვის არ არის ეს ადვილად წარმოსადგენი. თუმცა, ვინაიდან ღარიბაშვილი ამბობს, რომ ბრძოლას აგრძელებს, როგორც ჩანს, აქვს რაღაცა ჩანაფიქრი. შესაძლოა, ეს იყოს სამართლებრივი ბრძოლა, შესაძლოა პოლიტიკური იყოს, შესაძლოა კომბინირებულად ორივე იყოს. გავიგებთ ალბათ”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მას ციხეში წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.
მისი თქმით, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა, პასუხად მიიღო, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამისთვის აუცილებელი იყო მისთვის კორუფციული ბრალის წარდგენა. ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადაადგმევინა ნაბიჯი, ბრძოლის დასაწყებად.
“აბსურდი” – ასე პასუხობენ დაკავებული ირაკლი ღარიბაშვილი ბრალდებებს მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში .
