Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებს მივმართავ!” – ვატო შაქარიშვილი

July 21, 2022
“საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებს მივმართავ!” – ვატო შაქარიშვილი

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებს მიმართავს:

“საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებს მივმართავ!

ჩამობრძანდით, გვეუბნებით, რომ ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები ხართ. აცხადებთ, რომ გსურთ ევროპულ სტანდარტებს დავუახლოვდეთ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

მედიის და სიტყვის თავისუფლების ხარისხს გვიწუნებთ.

ამ დროს თქვენთვის პრიორიტეტი სისხლიანი რეჟიმის მთავარი შემოქმედის “ოჯახთან” შეხვედრა და მის მიმართ სოლიდარობაა… სინამდვილეში თუ რაიმე ანტიევროპული და ზოგადად ანტიჰუმანურია ეს არის სააკაშვილი და მისი რეჟიმი!

ამ ქვეყანაში არიან ოჯახები, რომლებსაც ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია მან!  შვილები წაართვა! მეუღლეები წაართვა! ოჯახის წევრები წაართვა! მეგობრები წაართვა! ამ ადამიანებს ცხოვრება წაართვა!!! უდანაშაულო ახალგაზრდები ქუჩაში დაცხრილა! თავისუფლება წაართვა! ქონება წაართვა! ჯანმრთელობა სამუდამოდ დაუზიანა!

მოდით, ჯერ ამ ადამიანებს შეხვდით, მოუსმინეთ! მათი ტრაგედია გაიზიარეთ! სააკაშვილის საკურორტო პირობები რომ გაშფოთებთ, იქნებ ცალი ყურით მოისმინოთ, ცალი თვალით შეხედოთ კადრებზე აღბეჭდილ სისასტიკეებს! მერწმუნეთ, თუ რაიმე ადამიანურია თქვენში, აუცილებლად მძიმე შოკს მიიღებთ და განწყობები შეგეცვლებათ!

სამწუხაროდ, ასეულობით ასეთი ოჯახია… დღეს, მხოლოდ რამდენიმე მათგანმა ბრიფინგი გამართა და ევროპარლამენტარებთან შეხვედრა მოითხოვა. ეს კიდევ ერთი ტესტია, გავიგოთ რამდენად გულწრფელია მათი შეფასებები და ხელმძღვანელობენ თუ არა ორმაგი სტანდარტებით…!” – წერს შაქარიშვილი

Tags: ვატო შაქარიშვილი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge